"თვალი მითამაშებს..." - რა იწვევს ქუთუთოების უნებლიე კრთომას და რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა | Allnews.Ge

"თვალი მითამაშებს..." - რა იწვევს ქუთუთოების უნებლიე კრთომას და რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში თვალის უნებლიე კრთომის შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ ძირითად მიზეზებს, რაც აღნიშნულ პრობლემას იწვევს:

- მიოკიმია ქუთუთოების უნებლიე სპაზმია. როდესაც ადამიანებს ეს სიმპტომი აღენიშნებათ, ფიქრობენ ხოლმე, გაფანტული სკლეროზი ან თავის ტვინის სიმსივნე ხომ არ აქვთ. რეალურად ასე არ არის. ქუთუთოების უნებლიე მოძრაობის ყველაზე ხშირი მიზეზები უფრო მარტივი რაღაცებია.

მაგალითად, ეს შეიძლება, მაგნიუმის დეფიციტით იყოს გამოწვეული. თუ პაციენტი შარდმდენებს სვამს, დანიშნული აქვს წნევის დამწევი საშუალებები, რაც ასევე შეიცავს შარდმდენებს, ან ხანგრძლივად კუჭის დამცავებს იყენებს, სვამს ანტიბიოტიკებს - ასეთ მოცემულობებში მას შეიძლება, მაგნიუმის ნაკლებობა ჰქონდეს. როდესაც სხეულში საკმარისი რაოდენობის მაგნიუმი არ არის, ქუთუთოების უნებლიე სპაზმი იწყება.

გარდა ამისა, ეს შეიძლება, კოფეინის ჭარბი მიღებით იყოს გამოწვეული. თუ ადამიანი დღეში 4-6 ჭიქა ყავას სვამს, ან მიირთმევს 2-ს მაგრამ ძალიან ძლიერს, კიდევ ამატებს ენერგეტიკულ სასმელს, ასეთ შემთხვევაში, როდესაც სხეულში დიდი რაოდენობით კოფეინია, ეს ქუთუთოების სპაზმს გამოიწვევს. იხილეთ სრულად