რომელ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები, მსახიობი, ბიზნესმენები - ინტერვიუ ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან, მამაკაცების ესთეტიკურ სურვილებზე
ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი საყვარელი მომღერალი კაცი ან პოლიტიკოსი, მოულოდნელად შეიცვალა, უფრო სიმპათიური გახდა ან წონაში საგრძნობლად დაიკლო. წარმოიდგინეთ, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესით მიღებული შედეგი და მან პლასტიკურ ქირურგს მიაკითხა.
ცნობილი პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს კაცების მხრიდან პლასტიკური ოპერაციების მიმართ ინტერესი გაიზარდა. გარდა ბოტოქსისა და რინოპლასტიკის, ისინი ხშირად იკეთებენ ბლეფაროპლასტიკას (თვალის ქუთუთოს პლასტიკა) და ლიპოსკულპტურას, ეს მაშინ თუ კაცს სურს უფრო მასკულინური და ნატურალური სხეულის ფორმები ჰქონდეს.
როგორც პლასტიკური ქირურგი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მას ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები, მსახიობები და ბიზნესმენები. რა მოლოდინებს აქვთ მამაკაცებს პლასტიკური ოპერაციების მიმართ და რომელი პროცედურებია პოპულარული, ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ინტერვიუში წაიკითხავთ:
- ბატონო კოტე, როგორია ბოლო წლებში მამაკაცების დაინტერესება პლასტიკური ოპერაციების მიმართ საქართველოში?
- პლასტიკური ქირურგია ყოველთვის იყო საინტერესო როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, მაგრამ ბოლო წლებში მამაკაცებში უფრო გაიზარდა დაინტერესება, რადგან დაიხვეწა ახალი მეთოდები ლიპოსაქციისა და ლიპოსკულპტურის, რომელთან საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მასკულინური სხეულის შექმნა.
- ჩვენ რომ გვგონია, კაცმა ვარჯიშით მიაღწია ამ შედეგს, შეიძლება ლიპოსაქციის შედეგი იყოს?
- დიახ, თუმცა შეიძლება ორივეს კომბინაციაც იყოს. ბევრი ამბობს, რომ მარტივია ოპერაციის გაკეთება და აღარ უნდა ვარჯიშო, მაგრამ არანაკლებად რთულია ოპერაციაც. ბევრი ისეთებიც იკეთებენ მსგავს ოპერაციას ვინც ვარჯიშობენ.
- რა ფაქტორები უბიძგებთ მამაკაცებს, რომ ესთეტიკური ჩარევები გაიკეთონ?
- მოდაშია ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრება, სპორტი, ვარჯიში. ეს რთულია, როდესაც დაკავებული ხარ, სამსახური გაქვს, ოჯახი, ამიტომ გჭირდება ძალა და ბრძოლა, რომ კარგი ტანი დაიყენო. იციან, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს. თან ერთი რომ გაიკეთებს ოპერაციას, შემდეგ სხვებსაც უყვებიან. პირად მაგალითზე გეტყვით, როდესაც ლიპოსაქცია გავიკეთე, ჩემს რამდენიმე მეგობარს გავუკეთე იგივე პროცედურა.
- რა სახის პროცედურაა?
- ქალების შემთხვევაში თუ კეთდება წელის მაქსიმალური გამოყვანა და დუნდულაში ცხიმის შეყვანა, კაცის შემთხვევაში უფრო მასკულინური ტიპით კეთდება. ვიღებთ ცხიმს მუცელზე, დიაგონალზე, ცენტრალურ ხაზში და შეგვყავს კუნთის შრეში. მაგალითად დიდი მკერდის კუნთი, ბიცებში, ტრიცებში, იქაც ხდება ცხიმის შეყვანა და მამაკაცური ფორმები უფრო ძლიერდება. ზოგიერთ პაციენტს უნდა, რომ რაც შეიძლება ნავარჯიშები ფორმები შევუქმნათ და ზოგიც ამბობს, უცებ არ მინდა მოხდეს, რომ ღიპიანი მოვედი და აქედან აპოლონი გავიდე, რადგან შემეტყობაო.
- პოსტოპერაციული პერიოდის გადატანა არ უჭირთ?
- ჩვენ კი ვამბობთ, რომ ძლიერი სქესი ვართ და ქალები სუსტები არიან, სინამდვილეში პირიქით არის. ქალები უფრო ყოჩაღად იტანენ ასეთ ოპერაციებს. ქალის ორგანიზმი ბუნებრივად მიჩვეულია სტრესს, ორსულობის, მშობიარობის გამო, კაცების შემთხვევაში ცოტა უფრო რთულია რეაბილიტაცია, მაგრამ მაინც ინდივიდუალურია. ჩემთვის მაგალითად მარტივი იყო. ჯერ მე გავაკეთე სამი ლიპოსაქცია და შემდეგ მე გამიკეთეს. სამ დღეში გავედი და ოპერაციებზე დავდექი. იხილეთ სრულად