"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... " - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ | Allnews.Ge

"წონის კლება ნელა მიდიოდა და ვნერვიულობდი, თუმცა ეს კარგი ყოფილა... " - როგორ შეიცვალა ბარბარა სამხარაძის ცხოვრება ოპერაციის შემდეგ

"14 წლის ასაკ­ში ავი­ღე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უკვე 10 წე­ლია ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოვ­დი­ვარ. მე იგი­ვე ვარ" - გვე­უბ­ნე­ბა მომ­ღე­რა­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე. მის ცხოვ­რე­ბა­ში 2023 წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და - ბა­რი­არ­ტრი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა.

წო­ნა­ში საგ­რძნობ­ლად და­იკ­ლო და ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი თავი ახ­ლი­დან გა­იც­ნო. რო­გორ გრძნობს ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თავს, რო­გორ მი­ვი­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რა შეც­ვა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და რას ურ­ჩევს სხვებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ამ ინ­ტერ­ვი­უ­თი თა­ვად ეტყვის.

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე:

- ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, მაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დია, სა­დაც ბავ­შვებს ვა­მე­ცა­დი­ნებ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­ტარ-პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბით ჩემი ცხოვ­რე­ბის ოქ­როს ხა­ნის­კენ მი­ვი­წევ. მუდ­მი­ვად უკე­თე­სის მო­ლო­დინ­ში ვარ. ვცდი­ლობ, რომ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ, უფრო მეტი და კარ­გი შევ­ქმნა. ვა­შე­ნებ ჩემს მო­მა­ვალს და წინ მი­ვი­წევ.

- ამის­თვის ადა­მი­ანს მო­ტი­ვა­ცია სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ შე­ძე­ლი?

- არ ვიცი, ასე რო­დის გა­ვი­ზარ­დე, მაგ­რამ რო­დე­საც ვი­გებ და ვხე­დავ, ჩემ­თვის სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს რომ რა­ღაც სტკი­ვა, აწუ­ხებს, რა­ი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს, ამას ში­ნა­გა­ნად გან­ვიც­დი. მერე რო­დე­საც ვი­აზ­რებ, რომ ეს პრობ­ლე­მა მე არ მაქვს და ამ დროს ისეთ უბ­რა­ლო და უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ღა­ცებ­ზე მი­წუ­წუ­ნია, ვხდე­ბი, რომ ჩემი წუ­წუ­ნი და­უშ­ვე­ბე­ლია. მერე ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი სა­წუ­წუ­ნოა, მაგ­რამ მერე ხვდე­ბი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია. ახა­ლი დღე რომ თენ­დე­ბა, ვცდი­ლობ, იმ დღის მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თო, რომ უკან მო­ხედ­ვა თა­მა­მად შევ­ძლო. ყო­ვე­ლი დღე ნე­გა­ტი­ვის გა­რე­შე გა­ვი­ა­რო, რად­გან მე არ მაქვს ისე­თი მძი­მე პრობ­ლე­მა, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა სხვას ჰქონ­დეს.

- იმ წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, რა­საც 14 წლის ასაკ­ში მი­აღ­წიე, შენს ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მა არა­ფე­რი ყო­ფი­ლა?

- მა­ნამ­დეც და მას მე­რეც გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მეს­მო­და, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუ­ქა­ნი ადა­მი­ა­ნი", "მსუ­ქა­ნი ბავ­შვი", - ჩემი მძი­მე წონა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თით­ქოს პრობ­ლე­მად იყო ქცე­უ­ლი. არა­და, თა­ვად მე იმ სტან­დარტს ვამ­კვიდ­რებ­დი, რომ „მი­მი­ღე ისე­თად რო­გო­რიც ვარ“ და არა­ვის საქ­მე არ არის, რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი - მსუ­ქა­ნი, თუ გამ­ხა­რი. ჩემი წონა კომ­პლექსს დი­დად არ მიქ­მნი­და. და თუ კომ­პლექ­სი რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობ­და, თავს არ ვაძ­ლევ­დი იმის უფ­ლე­ბას, ის სხვას და­ე­ნა­ხა, გა­მო­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. მე რომ კომ­პლექ­სე­ბი მქო­ნო­და, სცე­ნა­ზე არ დავ­დგე­ბო­დი. არ მინ­დო­და, კომ­პლექ­სებს ვე­მარ­თე. თუმ­ცა ძა­ლი­ან ადრე ჩემი თავი იმა­ში და­ვი­ჭი­რე, რომ გახ­დო­მა მინ­დო­და. და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ტორტზე სან­თელს რომ ვაქ­რობ­დი, წო­ნის დაკ­ლე­ბას ჩა­ვი­ფიქ­რებ­დი ხოლ­მე... მგო­ნია, რომ ამ დროს ჩა­ფიქ­რე­ბულ სურ­ვილს ყვე­ლა­ზე დიდი ძალა აქვს და ამა­ში ალ­ბათ ყვე­ლა გოგო და­მე­თან­ხმე­ბა...

19eeca42-0948-422f-9111-3a27c388961e-30527-1741416819.jpeg

ახლა და ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, იქი­დან მო­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. თან გარ­შე­მო მარ­წმუ­ნებ­დნენ და მა­ჯე­რებ­დნენ იმას, რომ დიდი წონა მქონ­და. ამი­ტომ, გახ­დო­მა და წო­ნის დაკ­ლე­ბა იმის გამო მინ­დო­და, რომ ხალ­ხს აღარ ეთ­ქვა ამ კუ­თხით ჩემ­თვის რა­ი­მე.

- ბუ­ლინ­გი თუ ყო­ფი­ლა?

- ძი­რი­თა­დად კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ რა­ღა­ცებს წერს, ყო­ველ­თვის და­წერს, მათ­თან ჭი­დილს აზრი არ აქვს... სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი მი­ვა­ღე­ბი­ნე ჩემი თავი ისე­თად, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი მი­სა­მარ­თით აქა იქ მა­ინც გა­ის­მო­და შე­ფარ­ვი­თი გარ­კვე­უ­ლი ფრა­ზე­ბი წო­ნის კუ­თხით. ბო­ლოს ეგ ფრა­ზე­ბიც აღარ იყო10 წლის წინ თბი­ლის­ში სოფ­ლი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­და­ჩე­მიც შე­ფარ­ვით მე­უბ­ნე­ბო­და, - ჭა­მას მო­უ­კე­ლი, თბი­ლის­ში შენ­ნა­ი­რი მსუ­ქა­ნი ბავ­შვი არა­ვი­ნაა. მერე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და დიდ ბავ­შვს რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, ან ჩემ­ზე დი­დებს, გულ­ზე მო­მეშ­ვე­ბო­და. ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი კი ის იყო, ქალი-გო­გო­ე­ბი რომ არი­ან, გო­გო­ო­ბა რომ უნ­დათ, სურ­ვილს გა­მოთ­ქვამ­დნენ, რომ ჩემ გვერ­დით სუ­რათ­ში გა­და­ე­ღოთ და არა ბარ­ბა­რას­თან, უბ­რა­ლოდ უნ­დო­დათ, ჩემ ფონ­ზე გამ­ხდრე­ბი გა­მო­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. განა ვერ ვხდე­ბო­დი, მაგ­რამ ვუ­ყუ­რებ­დი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ფო­ტო­ზე ვინ სად დად­გე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცას რომ ეს გა­მიზ­ნუ­ლად ჰქონ­და და ამას რის გამო აკე­თებ­და, კარ­გად ვხვდე­ბო­დი. მა­გა­ში ყვე­ლას კარ­გად ვი­ჭერ­დი.

- ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ამ­დე რო­გორ მიხ­ვე­დი?

- ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაა რთუ­ლი, თო­რემ აქამ­დე რომ მიხ­ვალ, მერე იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის რე­ა­ლო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, უკვე თა­ვი­სით ხდე­ბა, რად­გან გუ­ლით გინ­და. 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში მე და ჩემი და სო­ფელ­ში ვი­ყა­ვით. ჩემს დას ვუ­თხა­რი, თბი­ლის­ში რომ ჩა­ვალთ, ექიმ­თან უნდა მი­ვი­დე, წო­ნის დაკ­ლე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ფიქ­რი უნდა და­ვი­წყო-მეთ­ქი. უცებ მო­მინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლა. იმ წო­ნამ­დე მის­ვლა, რო­მელ­ზეც შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ, ან იმ პე­რი­ოდ­ში ვყო­ფილ­ვარ, რა პე­რი­ო­დი­და­ნაც ნაკ­ლე­ბად მახ­სოვს. ბელ­გი­ი­დან ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, და­ნა­ზო­გი მქონ­და და ანა­ბა­რი გავ­ხსე­ნი, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა და­მეგ­რო­ვე­ბი­ნა. თუ ოპე­რა­ცია დამ­ჭირ­დე­ბო­და, ფი­ნან­სუ­რად მზად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს ოპე­რა­ცია იაფი არ ღირს.

- მოკ­ლედ, გო­ნე­ბა­ში მო­ამ­წი­ფე აზრი, რომ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია გა­გე­კე­თე­ბი­ნა...

- და ანაბ­რის გახ­სნი­დან 2 კვი­რა­ში "ნა­ნუ­კას შოუს" მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა და­მი­რე­კა. მი­თხრა, რომ და­ვით ან­დღუ­ლა­ძის კლი­ნი­კას შენ­თან ერ­თად კო­ლა­ბო­რა­ცია უნდა. ოპე­რა­ცი­ა­ზე თა­ნახ­მა თუ ხარო? ყვე­ლა­ფე­რი და­გი­ფი­ნანსდე­ბა და შენ მხო­ლოდ გა­და­ცე­მის გმი­რი იქ­ნე­ბიო. იხილეთ სრულად