სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა | Allnews.Ge

სკანდალი "ევროვიზიის" წინ: "ოფიციალურ ინფორმაციას დავასწრებ და გეტყვით, ვინ წარადგენს საქართველოს - დეპრესიაში ჩავარდნას არ ვაპირებ" - თათია კობალაძის მიმართვა

"ევ­რო­ვი­ზია 2025“-ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ევ­რო­ვი­ზი­ის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 15 მა­ისს იმ­ღე­რებს. წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცია გა­ი­მარ­თა ცნო­ბილ ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს შო­რის. სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რა ჰქონ­და გაგ­ზავ­ნი­ლი თა­თია კო­ბა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ბოლო თვე­ე­ბია სიმ­სივ­ნეს ებ­რძვის და კომ­პო­ზი­ტორ­მა მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის და ამ კონ­კუ­რის­თვის და­წე­რა სიმ­ღე­რა.

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და ასე­ვე შტა­ტებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინი ბრეგ­ვა­ძეც. ვინ წარ­დგე­ბა წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ინ­ფორ­მა­ცი­ას პირ­ვე­ლი არხი 15 მარ­ტამ­დე გა­ავ­რცე­ლებს.

თუმ­ცა, გუ­შინ, თა­თია კო­ბა­ლა­ძემ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ლა­ი­ვი ჩარ­თო, სა­დაც კონ­კუ­რენ­ცი­ა­სა და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულ სიმ­ღე­რა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია წა­რად­გენს.ინ­ფორ­მა­ცია ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­ვი­ზი­ის სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი 13, 15 და 17 მა­ისს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში, St. Jakobshalle-ში გა­ი­მარ­თე­ბა.

tatia-kobalaze-42427-1741371825.jpg

თა­თია კო­ბა­ლა­ძე:

- ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვას­წრებ და გე­ტყვით, რომ წელს, "ევ­რო­ვი­ზი­ას" სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­რად­გენს მა­რი­ამ შენ­გე­ლია, ქეთი გა­ბი­სი­ა­ნის სიმ­ღე­რით „ანი ბანი“. მა­რი­ამს უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ რო­გორც ქარ­თველს და ასე იქ­ნე­ბო­და ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

ჩემი სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი იყო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო, მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მშვი­დად ელო­დე­ბა პა­სუხს კი­თხვა­ზე, ვინ შე­ა­ფა­სა სიმ­ღე­რა და ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი სიმ­ღე­რა არ უნდა გა­სუ­ლი­ყო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". ამ კონ­კურ­სში იმარ­ჯვებს სიმ­ღე­რა და არა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი.

იხილეთ სრულად