მეწყერს, რომელიც თუშეთში 80 წლის შემდეგ განმეორდა, გადამღები ჯგუფი შემთხვევით გადაურჩა: რას იხსენებს ფოტოგრაფი - "ყველაფერი ჩვენ წინ წვებოდა..." | Allnews.Ge

მეწყერს, რომელიც თუშეთში 80 წლის შემდეგ განმეორდა, გადამღები ჯგუფი შემთხვევით გადაურჩა: რას იხსენებს ფოტოგრაფი - "ყველაფერი ჩვენ წინ წვებოდა..."

მე­წყე­რი მთა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად თუ­შეთ­ში არა­ვის უკ­ვირს, მაგ­რამ არ­სე­ბობს დიდი და მცი­რე მე­წყე­რი. 2019 წე­ლის მა­ის­ში ძლი­ერ­მა სე­ტყვამ და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ან­მა გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ, თუ­შეთ­ში ისე­თი მე­წყე­რი დაძ­რა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მო­ნა­ყო­ლით, მხო­ლოდ 80 წლის წინ რომ ყო­ფი­ლა. ამ სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნას თბი­ლი­სი­დან წა­სუ­ლი ჯგუ­ფი შე­ეს­წრო - ადა­მი­ა­ნე­ბი უდი­დე­სი გან­საც­დე­ლის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ. ჯგუფ­ში 5 კაცი იყო.

"ნე­ი­შე­ნალ ჯე­ოგ­რა­ფი­კის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო, იქ ზამ­თრის შემ­დეგ, ბა­რი­დან ცხვრის აყ­ვა­ნი­სა და ად­გილ­ზე და­ბი­ნა­ვე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­აც მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ და ყვე­ლა­ფე­რი ფო­ტო­ებ­ზე, ვი­დე­ო­ზეც აე­სა­ხათ. ისი­ნი მე­ცხვა­რე­ებს გაჰ­ყვნენ...

ნი­კო­ლოზ მჭედ­ლი­ძე, არ­ქი­ტექ­ტო­რია, რო­მელ­საც ფო­ტოგ­რა­ფია უკვე წლე­ბია მე­ო­რე პრო­ფე­სი­ად ექცა და აღ­ნიშ­ნულ ჯგუფ­ში ისიც იყო.

ნი­კო­ლოზ მჭედ­ლი­ძე:

- ეს პრო­ექ­ტი "ნე­ი­შე­ნალ ჯე­ოგ­რა­ფიკ­თან" ჩემი პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იყო. გზას თუ­შე­თის­კენ გა­ვუ­ყე­ვით. იქ ცხვრე­ბის ბა­რი­დან ას­ვლა-ჩა­მოს­ვლა, მე­ცხვა­რე­ე­ბის ცხოვ­რე­ბის მთე­ლი ციკ­ლი, მათ შო­რის, ყვე­ლის მომ­ზა­დე­ბა უნდა გა­დაგ­ვე­ღო. 5 კაცი ვი­ყა­ვით, ოპე­რა­ტო­რი, მე - ფო­ტოგ­რა­ფი, ჟურ­ნა­ლის­ტი და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი.

- სა­ნამ წახ­ვი­დო­დით, ალ­ბათ მე­ცხვა­რე­ებ­თან შე­ა­თან­ხმეთ და მათ­გან შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­აც მი­ი­ღეთ...

- ქარ­სა­მა­უ­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლო­ბით მე­ცხვა­რე­ე­ბის ოჯა­ხი იყო, მა­მას იმ გზა­ზე შვი­ლიც მიჰ­ყვე­ბო­და. მა­ნამ­დე პირ­ვე­ლი გას­ვლა ში­რა­ქის ველ­ზე გვქონ­და, სა­დაც მე­ცხვა­რე­ე­ბი ზამ­თარ­ში ცხვარს უშ­ვე­ბენ ხოლ­მე და სა­დაც ბი­ნავ­დე­ბი­ან. ხოლო ის ამ­ბა­ვი, რაც მერე მოხ­და, უკვე აბა­ნოს უღელ­ტე­ხილ­ზე იყო. მოკ­ლედ, სა­ზა­ფხუ­ლო სა­ძოვ­რებ­ზე თუ­შეთ­ში ცხვრის ას­ვლა - ეს მო­ნაკ­ვე­თი უნდა გა­და­ვე­ღო. 4-5 დღე ერთ-ერთ სო­ფელ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და შემ­დეგ უკან ვბრუნ­დე­ბო­დით. ეს იყო ჩვე­ნი მი­ზა­ნი და გეგ­მა, მაგ­რამ მოხ­და წარ­ღვნა.

- მა­შინ­ვე აღ­მოჩ­ნდით სტი­ქი­ის პი­რის­პირ?

- ალ­ვა­ნი­დან სო­ფელ ფშა­ვე­ლამ­დე მი­ვე­დით. მე­ო­რე დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვი­ა­რეთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა და აბა­ნოს უღელ­ტე­ხილ­ზე, სა­დღაც შუ­ა­ში, გზა­ზე დავ­ბა­ნაკ­დით, ის სა­ში­ნე­ლე­ბა იქ მოხ­და. ღამე სე­ტყვა მო­ვი­და და ამინ­დი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. არა­და, 8 მა­ი­სი იყო, მაგ­რამ სე­ტყვი­სა და სი­ცი­ვის­გან ცხვა­რი და­ი­ხო­ცა, მე­წყრე­ბიც და­ი­წყო და უკან დავ­ბრუნ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­წყრე­ბის ზო­ნა­ში მოვხდით, რაც ყვე­ლა­ზე სა­ში­ში აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ წინ წვე­ბო­და... იქ ტრაქ­ტო­რი სულ არის, მეგ­ზე­ვე­ე­ბის პუნ­ქტია, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ. 3-4 დღე მათ­თან მოგ­ვი­წია გა­ჩე­რე­ბამ. სულ 15 მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.

- მოკ­ლედ, კა­ტას­ტრო­ფის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდით...

- კი, უბ­რა­ლოდ კარ­გი ის იყო და იმა­ში გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ცოტა ზე­მოთ მოვხდით და არა შუა ზო­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლი იყო, სა­დაც მი­წის დიდი ნა­წი­ლი ჩა­მო­ი­შა­ლა... თა­ვი­დან ასე და­ი­წყო - ღა­მის 4 სა­ათ­ზე კა­რავ­ში ვი­ყა­ვით და ჭექა- ქუ­ხი­ლი გა­ის­მა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი იყო, იქ ვე­ღარ გავ­ჩერ­დე­ბო­დით. კა­რა­ვი ავი­ღეთ მან­ქა­ნა­ში შევ­დეთ, ჩვენც დავ­სხე­დით და დიდი წვი­მა წა­მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე ხნის მერე მე­წყე­რიც და­იძ­რა. არ ჩერ­დე­ბო­და და რამ­დენ­ჯერ­მე გა­დავ­რჩით, რომ მან­ქა­ნა არ წა­ი­ღო. ბოლო მე­წყე­რი, ყვე­ლა­ზე დიდი, რო­მე­ლიც ჩა­მოწ­ვა, მის­გან უბ­რა­ლოდ და­მუხ­რუ­ჭე­ბამ გვიხ­სნა და გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა... 30 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ხე­ო­ბაა, დიდი, გზა ქვე­მოთ მთა­ზეა. იმ მთის წვერ­ზე და­ბა­ნა­კე­ბუ­ლე­ბი ნელ-ნელა ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­ვე­დით, რომ გზე­ბი გვე­ნა­ხა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი იყო. მსგავ­სი კა­ტას­ტრო­ფა არას­დროს მი­ნა­ხავს. იხილეთ სრულად