"ახლა სად უნდა ვიშოვო სამსახური? კაპიკი არ მაქვს შენახული, 400 ლარი მქონდა ხელფასი და ესეც დავკარგე" - რას ჰყვება ვახტანგ ფანჩულიძე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვახტანგ ფანჩულიძემ (ბურნუთა ფილმიდან "სიყვარული ყველას უნდა") გუშინ საღამოს პოსტი დაწერა, რომ მუშთაიდის ბაღის დირექციამ გაათავისუფლა სამსახურიდან, სადაც 10 წელი მუშაობდა.
ფანჩულიძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან მსახიობი ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებზე რამდენჯერმე გამოჩნდა.
AMBEBI.GE ვახტანგ ფანჩულიძეს დაუკავშირდა:
- 3 მარტს გამათავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზად მითხრეს, კარუსელზე, შენ სადაც მუშაობ, ბევრი ბავშვები არ მოდიანო. ამიტომ არ აქვს შემოსავალიო. წლიური შემოსავალი 3 ათასი ლარი აქვს და შენი ხელფასი კი წელიწადში 4 ათასი ლარია და წაგებაშიაო კომპანიაო. მე ვუთხარი, ამ კარუსელზე ცოტა ბავშვები რომ მოდიან ჩემი ბრალია-მეთქი? ეს არის თქვენი ბრალი, კარუსელი რომ გაუმართავია-მეთქი. მეორე კარუსელი გვაქვს გემები, სადაც ბევრი ბავშვები არიან. ამჟამად იქ ოპერატორი არ ჰყავთ, ცარიელია. ვუთხარი, თუ მიზეზი ეგ არის, მაშინ ეს კარუსელი დახურეთ და სადაც ათი ათასი ლარი შემოდის თვეში, იქ გადამიყვანეთ-მეთქი. თუ სხვა მიზეზი არ არის-მეთქი. არ გადამიყვანეს. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკური ნიშნით.
მუშთაიდის ბაღის უფროსს ალეკო ქევხიშვილს დაურეკა ალეკო ნიკოლაიშვილმა - ყოფილი წყალბურთელია, ახლა კი ფედერაციის თავმჯდომარე, ამ ხელისუფლების ფავორიტია. მან დაავალდებულა, რომ მე გავეშვი სამსახურიდან. თუ ასე არ არის, მაშინ რატომ არ გადამიყვანეს მეორე კარუსელზე. იქ ახლა არავინ მუშაობს, ცარიელია და ადამიანს ეძებენ, რომ უნდა მიიღონ. რაღა სხვა მიიღონ, მე გადამიყვანონ.
- რამდენი წელი მუშაობდით, როგორ დაგემშვიდობათ გუნდი?
- 10 წელი ვიმუშავე, გუნდი კარგად დამემშვიდობა, მათ რა უნდა ქნან, ყველას ეწყინა, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გაუკვირდათ, გული დასწყდათ. დირექციასაც ეუბნებოდნენ, ცარიელი კარუსელი ხომ არის, ფული რომელსაც შემოაქვსო. ეს ხომ მარტივია, მე გამიშვეს პოლიტიკური ნიშნით მე ხომ წინააღმდეგი ვარ დიქტატურის, უმუშევრობის, ტანჯვა-წამების, რასაც აკეთებს ეს მოძალადე უზურპატორი მთავრობა. ამიტომ მოინდომეს ჩემი გამწარება და გამიშვეს სამსახურიდან. იხილეთ სრულად