როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს? | Allnews.Ge

როგორ იპოვა სირაძეების ოჯახმა შვილი, რომელიც 29 წლის წინ სამშობიაროდან გაუყიდეს?

ბოლო წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის 90-იან წლებ­ში და­წყე­ბუ­ლი სქე­მა გა­ი­შიფ­რა. უკვე არა­ერ­თი ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ რო­გორ ყიდ­დნენ სამ­შო­ბი­ა­რო­დან ბავ­შვებს უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­ზე. ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა და თა­ვად დაკ­რძა­ლავ­დნენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი თუ ოჯა­ხი გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ცხე­დარს ოჯა­ხი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, ექი­მე­ბი მათ გა­დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

რა თქმა უნდა, არ ვამ­ტკი­ცებთ, რომ ყვე­ლა ჩვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ცხად­და, გა­ყი­დუ­ლია. თუმ­ცა ჩვი­ლე­ბით ვაჭ­რო­ბის საქ­მემ მარ­თლაც შემ­ზა­რა­ვი მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის მიერ შექ­მნილ ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ თვე­ში რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი პო­უ­ლობს გაშ­ვი­ლე­ბულ შვილს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ.

ამ­ჯე­რად ზეს­ტა­ფონ­ში მცხოვ­რებ ოჯახ­ზე მო­გიყ­ვე­ბით. რო­გორ იპო­ვა თეო სი­რა­ძემ 29 წლის წინ მო­პა­რუ­ლი ძმა. ის­ტო­რია მძი­მე წა­სა­კი­თხია, ქალი ჰყვე­ბა, რომ მათ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ბევ­რი ოჯა­ხია, თუმ­ცა სი­რა­ძე­ე­ბის ოჯახს გა­უ­მარ­თლა და შვი­ლი და­იბ­რუ­ნეს, თუმ­ცა ეს გზა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

ეს ის­ტო­რია არ არის მხო­ლოდ ტკი­ვი­ლის, გან­შო­რე­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ - ესაა ის­ტო­რია სიყ­ვა­რუ­ლის, რო­მე­ლიც გზას ყო­ველ­თვის პო­უ­ლობს.

debi-42883-1741246189.jpg

თეო სი­რა­ძე:

- დე­და­ჩე­მის მე­ო­რე შვი­ლი - ჩემი ახ­ლა­ხან ნა­პოვ­ნი ძმა, გი­ორ­გი ზეს­ტა­ფო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­ე­ძი­ნა. მე­სა­მე დღეს ექი­მებ­მა უთხრეს, რომ ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და სამ­შო­ბი­ა­რო­დან შინ შვი­ლის გა­რე­შე დაბ­რუნ­და. სამ­შო­ბი­ა­რო­ში უთხრეს, რომ მიც­ვა­ლე­ბულს თა­ვად მი­ხე­დავ­დნენ. სა­დღაც ერთ კვი­რა­ში იმა­ვე სამ­შო­ბი­ა­როს გი­ნე­კო­ლოგს მა­ცი­ვარ­ში მკვდა­რი ჩვი­ლი უპო­ვეს, იმ შემ­თხვე­ვის­თვის ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, თუ ვინ­მე მო­პა­რუ­ლი ჩვი­ლის ცხე­დარს მო­ი­თხოვ­და. ამ ამ­ბის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, იმა­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­მუ­შა­ვე ერთ-ერ­თმა პე­დი­ატრმა, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ას იც­ნობ­და, მო­ა­კი­თხა და უთხრა, თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი ცო­ცხა­ლია და ქუ­თა­ის­შია გაშ­ვი­ლე­ბუ­ლიო.

ოჯახ­მა ძებ­ნა და­ი­წყო, იმ­ჟა­მინ­დელ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს და კვა­ლი მარ­თლა ქუ­თა­ის­ზე გა­ვი­და, მაგ­რამ საქ­მე მალე შე­წყვი­ტეს, უთხრეს, რომ კვა­ლი და­ე­კარ­გათ. დე­დას და მა­მას საქ­მის სა­ხუ­რავ­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს და ასე დას­რულ­და ეს ამ­ბა­ვი. შემ­დეგ ბა­ბუა ცდი­ლობ­და თა­ვი­სი ძა­ლე­ბით მო­ე­ძებ­ნა ბავ­შვი, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, რამ­დე­ნი­მე­ჯერ მუ­ქა­რის წე­რი­ლი დახ­ვდა, მან­ქა­ნა­ზე, სახ­ლის კარ­თან, რომ ძებ­ნის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა.

- რო­გო­რი იყო ამ პე­რი­ოდ­ში თქვე­ნი დედ-მა­მის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ჩუ­მად მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ ძებ­ნას. შემ­დეგ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი რომ წა­მო­ვი­ზარ­დეთ, მოგ­ვიყ­ვნენ, რომ კი­დევ ერთი ძმა გვყავ­და ქუ­თა­ის­ში. 29 წელი სულ ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვით. ჯერ მე და­ვი­ბა­დე, შემ­დეგ ჩემი მო­პა­რუ­ლი ძმა და კი­დევ ორი და-ძმა გვყავს.

გი­ორ­გი დებ­თან ერ­თად- რო­გორ გახ­ვე­დით 29 წლის შემ­დეგ კვალ­ზე?

- მუდ­მი­ვად ვე­ძებ­დით, კარ­და­კარ დავ­დი­ო­დით. იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ში მო­მუ­შა­ვე ექთ­ნებს და ექი­მებს ვე­კი­თხე­ბო­დით. შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ჯგუ­ფი "ვე­ძებ“, და­არ­სე­ბის დღი­დან თა­მუ­ნა მეხ­მა­რე­ბო­და და გზას მიჩ­ვე­ნებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ბუ­თე­ბი სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სამი ეპი­ზო­დი გვქონ­და როცა მე­გო­ნა, რომ ისი­ნი ჩემი ძმე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ის­ტო­რია არ ემ­თხვე­ო­და. ეს ძა­ლი­ან მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ერთ დღეს "ფე­ის­ბუ­ქის" თვა­ლი­ე­რე­ბი­სას გა­მო­მიჩ­ნდა კი­დევ ერთი ის­ტო­რია, რო­მელ­მაც და­მა­ინ­ტე­რე­სა. მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა, ვი­ფიქ­რე, მოდი, ამა­საც ვცდი-მეთ­ქი. იხილეთ სრულად