“შესაძლებელია ტემპერატურამ +13 გრადუსამდეც მოიმატოს“ - როდიდან გამოიდარებს საქართველოში? | Allnews.Ge

“შესაძლებელია ტემპერატურამ +13 გრადუსამდეც მოიმატოს“ - როდიდან გამოიდარებს საქართველოში?

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამინ­დის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა, დოდო გვა­ზა­ვამ გა­ნუ­ცხა­და, 4 მარტს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ი­და­რებს, ხოლო დე­და­ქა­ლაქ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლოა, +13-+15 გრა­დუს­საც მი­აღ­წი­ოს.

"დღეს და ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი ფიქ­სირ­დე­ბა. 4 მარტს დღის პირ­ველ ნა­ხევ­რამ­დე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მთა­ში და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან გაძ­ლი­ერ­დე­ბა და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი.

რაც შე­ხე­ბა ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ხვალ დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში +2 +7გრა­დუ­სი სით­ბო იქ­ნე­ბა, მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში -5 და მა­ღალ მთა­ში -5.

4 მარტს დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გა­მო­ი­და­რებს. ერთი-ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. ღა­მით ყინ­ვა ცოტა მო­ი­მა­ტებს. დაბ­ლობ რა­ი­ო­ნებ­ში -3 და -5 გრა­დუ­სამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 5-6-7 მარტს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყინ­ვა -3-დან -5 გრა­დუ­სამ­დე. მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში -5-10 იქ­ნე­ბა, ხოლო მა­ღალ მთა­ში -12. 7 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­ულ რა­ი­ონ­ში შე­საძ­ლოა ნა­ლე­ქი იყოს, მაგ­რამ ტემ­პე­რა­ტუ­რის კლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

9 მარ­ტის ჩათ­ვლით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ლე­ქი მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის. დაბ­ლობ­სა და სა­ნა­პი­რო რა­ი­ო­ნებ­ში 7 მარ­ტი­დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით ღა­მის სა­ა­თებ­ში ყინ­ვა შერ­ბილ­დე­ბა. 8 და 9 მარტს დღის მაქ­სი­მა­ლურ­მა ტემ­პე­რა­ტუ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია +10 +15 გრა­დუსს მი­აღ­წი­ოს. შე­სა­ბა­მი­სად, მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქს, დღეს შე­იძ­ლე­ბა დღის ბო­ლოს­თვის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ნა­ლე­ქი იყოს, ამ სა­ღა­მოს შე­იძ­ლე­ბა თოვლ-ჭყა­პიც და­ფიქ­სირ­დეს. ხვალ, დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. 4 მარტს იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ქარი. 5 მარტს, ღა­მით ყინ­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს -1-3-ის ფარ­გლებ­ში, ხოლო დღი­სით ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს. 5-დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით დე­და­ქა­ლაქ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რამ +7-დან +13 გრა­დუ­სამ­დეც მო­ი­მა­ტოს, ხოლო შა­ბათ- კვი­რას შე­საძ­ლოა,+ 15 გრა­დუ­სიც იყოს“, - გა­ნა­ცხა­და დოდო გვა­ზა­ვამ.