საკუთარი სიკვდილის ინსცენირება და ცხოვრება ყალბი საბუთებით: ვინ იყო ქართველი ავანტიურისტი, სოლომონ აშორდია | Allnews.Ge

საკუთარი სიკვდილის ინსცენირება და ცხოვრება ყალბი საბუთებით: ვინ იყო ქართველი ავანტიურისტი, სოლომონ აშორდია

ქარ­თვე­ლი ავან­ტი­უ­რის­ტის, სო­ლო­მონ აშორ­დი­ას ამ­ბა­ვი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი გამ­ყალ­ბებ­ლის, ფრენკ აბიგ­ნე­ი­ლის ამ­ბავს გა­გახ­სე­ნებთ, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში­ვე ლე­გენ­დად იქცა. მისი ის­ტო­რია სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფილ­მს, სა­ხელ­წო­დე­ბით "და­მი­ჭი­რე, თუ შეძ­ლებ", სა­დაც მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ას­რუ­ლებს.

"სო­ლო­მონ აშორ­დია ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი თაღ­ლი­თი გახ­ლავთ, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­უ­ლი მის­ტი­ფი­კა­ტო­რე­ბის ნუს­ხა­ში სა­პა­ტიო ად­გი­ლი უკა­ვია. ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნის სფე­რო­ში ყვე­ლა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი მოღ­ვა­წე იყო. XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, მისი წყა­ლო­ბით, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის 2 ათა­სამ­დე მცხოვ­რებ­მა თა­ვა­დი­სა და აზ­ნა­უ­რის ღირ­სე­ბე­ბი მი­ი­ღო... სა­ქარ­თვე­ლო­დან გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, სო­ლო­მონ­მა თა­ვი­სი ავან­ტი­უ­რის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დრო­ინ­დელ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში გა­ნაგ­რძო. ყალ­ბი სა­ბან­კო სა­ბუ­თე­ბით, თა­ვის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან ერ­თად, რუ­სე­თის ბან­კე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი გა­ი­ტა­ნა. მის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში არა­ერ­თი ლე­გენ­და და მითი არ­სე­ბობ­და. წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო: ერთი მხრივ თაღ­ლი­თი და ავან­ტი­უ­რის­ტი და მე­ო­რე მხრივ კი - ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, პირ­ნა­თე­ლი, რო­მე­ლიც სხვი­სას არა­ფერს შე­ირ­ჩენ­და... სო­ლო­მონს ფა­თე­რა­კე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა ჰქონ­და", - ცნო­ბი­ლი ავან­ტი­უ­რის­ტის ძმის­შვი­ლიშ­ვი­ლის, პრო­ფე­სორ მალ­ხაზ აშორ­დი­ას მო­ნა­თხრო­ბია.

მან წი­ნა­პარს წიგ­ნი - "სო­ლო­მონ აშორ­დია - ზუგ­დი­დე­ლი ქარ­თვე­ლი ავან­ტი­უ­რის­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" მი­უ­ძღვნა.

პირ­ვე­ლი სი­ყალ­ბეგაკ­ვე­თილ­ზე, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის თვალ­წინ, სო­ლო­მონს სუფ­თა ფურ­ცელ­ზე სამ­მა­ნე­თი­ა­ნი და­უ­ხა­ტავს. შემ­დეგ კი ბა­ზარ­ში წა­სუ­ლა და იმ "ფუ­ლით" ცხვა­რი უყი­დია, რო­მე­ლიც შინ მი­უყ­ვა­ნია. მამა დიდ­ხანს ცდი­ლობ­და გა­ე­გო, სა­ი­დან ჰქონ­და ფული. სო­ლო­მო­ნი ატყუ­ებ­და, რომ სამ­მა­ნე­თი­ა­ნი იპო­ვა. სა­ბო­ლო­ოდ კი ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ას გა­უ­გია, სა­დაც და­უ­ბა­რე­ბი­ათ კი­დეც მამა-შვი­ლი. მა­მის­გან ხელ­წე­რი­ლი აუ­ღი­ათ, რომ მისი შვი­ლი - სო­ლო­მო­ნი მსგავს საქ­ცი­ელს აღარ გა­ი­მე­ო­რებ­და. მა­შინ პო­ლი­ცი­ას იო­ლად გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ შინ მა­მის­გან საკ­მა­ოდ მოხ­ვდა...

e5a0f42a-3c0a-4af2-ad65-6f8bcbfa6693-65395-1740990610.jfif

სო­ლო­მო­ნი უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად ხა­ტავ­და, მღე­რო­და. ჰქონ­და კარ­გი კა­ლიგ­რა­ფია. ად­ვი­ლად ამ­სგავ­სებ­და სხვე­ბის ხელ­მო­წე­რებს. ჩი­ნე­ბუ­ლად შე­უს­წავ­ლია რუ­სუ­ლი ენა - შე­უც­დომ­ლად წერ­და და კი­თხუ­ლობ­და. ჰქონ­და ახ­ლის ათ­ვი­სე­ბის სა­ო­ცა­რი უნა­რი. კი­თხვაც ჰყვა­რე­ბია. თურ­მე სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და იმას, რომ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ბო­ლომ­დე არ ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ამის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ მის ოჯახს უჭირ­და და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვერ ეხ­მა­რე­ბო­და. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სამ­სა­ხუ­რი და­ე­წყო. მუ­შა­ობ­და ზუგ­დი­დის სა­მაზ­რო სამ­მარ­თვე­ლო­ში და პა­რა­ლე­ლუ­რად, მომ­რი­გე­ბელ მო­სა­მარ­თლეს­თა­ნაც მწერ­ლად მსა­ხუ­რობ­და...

პირ­ვე­ლი და­პა­ტიმ­რე­ბაპირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის გა­მოც სო­ლო­მო­ნი გა­ა­სა­მარ­თლეს, 1893 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­ი­დი­ნა. იმ წელს,18 წლის სო­ლო­მო­ნი ქუ­თა­ი­სი­დან ზუგ­დიდ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც მომ­რი­გე­ბელ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თხოვ­ნით, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით, მას­თან სა­მუ­შა­ოდ დარ­ჩა. საქ­მის არსი მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში: ზუგ­დი­დის სოფ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის 18 კომ­ლი გლე­ხი, 1863 წლის აღ­წე­რით, ჩა­წე­რი­ლი იყო სო­ფელ ზუგ­დიდ­ში, ხოლო 1886 წელს შედ­გე­ნი­ლი სა­ო­ჯა­ხო სი­ე­ბით - დაბა ზუგ­დი­დის მცხოვ­რებ­ლე­ბად. ამის გამო ისი­ნი, რო­გორც სოფ­ლი­სა და რო­გორც და­ბის მცხოვ­რებ­ნი ორ­მაგ გა­და­სა­ხადს იხ­დიდ­ნენ. ორ­მა­გი გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით, აღ­ნიშ­ნულ­მა გლე­ხებ­მა 1893 წელს თბი­ლი­სის სა­ხა­ზი­ნო პა­ლა­ტას თხოვ­ნით მი­მარ­თეს, რათა ისი­ნი დაბა ზუგ­დი­დის მცხოვ­რებ­ლე­ბად ჩა­ე­რი­ცხათ. პა­ლა­ტამ მათი თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რად­გა­ნაც ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო სოფ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყრი­ლო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა მათი ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან და­თხოვ­ნის შე­სა­ხებ. ზუგ­დი­დის მაზ­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მო­ხე­ლე, სო­ლო­მო­ნის თა­ნაკ­ლა­სე­ლი, ვინ­მე პლა­ტონ ქარ­და­ვა ამ გლე­ხე­ბის მე­ზო­ბე­ლი იყო, რო­მელ­თა შო­რის ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. მან გა­ავ­რცე­ლა აზრი, თით­ქოს იცო­და მთავ­რო­ბის ახა­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ მსგავ­სი ჩა­რი­ცხვი­სათ­ვის არ იყო სა­ჭი­რო სოფ­ლის მცხოვ­რებ გლეხ­თა ყრი­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ქარ­და­ვამ მათ გარ­კვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რის (15 მა­ნე­თი) სა­ნაც­ვლოდ, დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა. გლე­ხებს ეჭვი არ შე­უ­ტა­ნი­ათ მის სი­ტყვებ­ში, ისე და­თან­ხმდნენ. პლა­ტონ­მა ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბა სო­ლო­მონს სთხო­ვა. 1893 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს სა­ნი­კი­ძის დუ­ქან­ში მათ შე­ად­გი­ნეს სოფ­ლის ყრი­ლო­ბის ორი ყალ­ბი დად­გე­ნი­ლე­ბა, ზუგ­დი­დის სა­სოფ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის 321 გლე­ხის ყალ­ბი ხელ­მო­წე­რით. ტექ­სტებ­ზე ხელი სხვა­დას­ხვა პირ­მა მო­ა­წე­რა...

სო­ლო­მონ­მა და­ნა­შა­უ­ლი არ აღი­ა­რა... ის ად­გენ­და ყვე­ლა სა­ხის ყალბ სა­ბუთს, რაც მის­თვის დიდი შე­მოს­ვლის წყა­რო იყო... აზ­ნა­უ­რე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ლო­მო­ნის და­კი­თხვას აწარ­მო­ებ­და ქუ­თა­ი­სის სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კლე­ვენ­სკი. მისი გან­კარ­გუ­ლე­ბით, სო­ლო­მო­ნის მა­ტა­რე­ბელ­ში და­პა­ტიმ­რე­ბის მე­ო­რე დღეს­ვე,1900 წლის 22 იან­ვარს, სო­ლო­მო­ნი ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც იგი წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე უნდა მჯდა­რი­ყო. სო­ლო­მონს ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ ქუ­თა­ი­სი ფე­ხით უნდა გა­ევ­ლო. მთე­ლი ქა­ლა­ქი იც­ნობ­და და ყვე­ლა გა­ი­გებ­და მისი და­პა­ტიმ­რე­ბის ამ­ბავს. ამ სა­კი­თხზე პო­ლიც­მა­ის­ტერ ლი­სოვ­სკის­თან კა­მა­თის შემ­დეგ, სო­ლო­მონს და­უ­ქი­რა­ვე­ბია ორი ეტლი და ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელ­თან ერ­თად, ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გამ­გზავ­რე­ბუ­ლა. იხილეთ სრულად