თბილისსა და რეგიონებში 2 მარტს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი | Allnews.Ge

თბილისსა და რეგიონებში 2 მარტს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი

2 მარტს, პროტესტის 95-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში აქციებია დაგეგმილი.

კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული, აქცია პარლამენტთან ტრადიციულად 20:00 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქცია ლოზუნგით: „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ 17:00 საათზე გორში გაიმართება. 18:00 საათზე - საპროტესტო აქცია იგეგმება ახალციხელში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში; ქუთაისში აქცია 19:00 საათზე დაიწყება; 20:00 საათზე, აქცია ჩხოროწყუშია ჩანიშნული.