დიეტამ შეიძლება მარტოობამდე მიგვიყვანოს- რას აცხადებენ სპეციალისტები?
მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, იძულებულნი არიან, უარი თქვან გარკვეულ საკვებზე, შესაძლოა გარიყულად იგრძნონ თავი.
ამ დასკვნამდე მივიდნენ ფსიქოლოგები კორნელის უნივერსიტეტიდან (აშშ), რომელთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Personality and Social Psychology.
მკვლევარებმა ჩაატარეს შვიდი ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოზრდილები და ბავშვები, რომლებიც, ნებისმიერი მიზეზის გამო - ალერგიის, ჯანმრთელობის სხვა პრობლემების, რელიგიური თუ კულტურული ნორმების გამო, იძულებულნი იყვნენ თავი შეეკავებინათ გარკვეული საკვების მოხმარებისგან.
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვა მონაწილეების მსგავსი საკვების მიღების უუნარობა იწვევს ადამიანებში სოციალური იზოლაციის განცდას, განურჩევლად მათი ასაკისა. „მიუხედავად სუფრასთან ფიზიკურად ყოფნისა, დიეტური შეზღუდვების არსებობა ადამიანებს გარიყულად აგრძნობინებს თავს, რადგან მათ არ შეუძლიათ სრულად მონაწილეობა მიიღონ საერთო კვებაში, რომელიც ხალხის გაერთიანებას ისახავს მიზნად“, - განმარტა წამყვანმა ავტორმა კეიტლინ ვულიმ.
ვული აღნიშნავს, რომ ერთობლივი სადილობის გარშემო გაერთიანება არის არსებითად მნიშვნელოვანი სოციალური გამოცდილება. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ უცნობები ერთმანეთს უფრო ენდობიან, როცა ერთად ჭამენ, ხოლო ერთი თეფშიდან ჭამა იწვევს ადამიანებს შორის კიდევ უფრო დიდ ურთიერთობას.
როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს სრულყოფილად გაიზიაროს საერთო ტრაპეზი, ნებაყოფლობით თუ იძულებით, ის განიცდის შფოთვის, უარყოფისა და მარტოობის ქვეცნობიერ განცდას. იხილეთ სრულად