პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია | Allnews.Ge

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

საპოლიციო კორდონის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მომიტინგეებმა სავალი გზის დაკავება მაინც მოახერხეს.

პარალელურად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით მარში მოემართება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდება.

უწყვეტი პროტესტის 92-ე დღესაც აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ისევ ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების პერიოდში დაკავებული ყველა პირის უპირობოდ გათავისუფლებაა.