ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს" | Allnews.Ge

ბათუმში თოვლის შედეგად, სახლის ნაწილი დაინგრა: ნანგრევებში მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს - "აქ 4 ოჯახი ვცხოვრობთ, წასასვლელი არსად გვაქვს"

ბა­თუმ­ში, მე­ტაქ­სას ქუ­ჩა­ზე, თოვ­ლის უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად იტა­ლი­ურ ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლის ნა­წი­ლი, ხოლო სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ შე­ნო­ბა­ში ოთხი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, რო­მელ­საც დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ნა­წი­ლი და­ინ­გრა, სა­ხუ­რა­ვი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა, აქ ოთხი ოჯა­ხი ვცხოვ­რობთ, წა­სას­ვლე­ლი არ­სად გვაქვს. ახლა მო­ვიდ­ნენ ბა­თუ­მის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ბი­ნებ­ში გა­დაყ­ვა­ნას გვთა­ვა­ზო­ბენ, ალ­ბათ, მა­ნამ­დე აქ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ის­წავ­ლი­ან. და­ინ­გრა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვი და შე­ნო­ბის ნა­წი­ლი”,- ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მონ­გრე­უ­ლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რა­კუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ორი მო­ქა­ლა­ქე იყო მო­ყო­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ისი­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი და ამ დრო­ის­თვის მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ "112“-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, ირო­დი­ონ მე­ტაქ­სის ქუ­ჩა­ზე, ჩა­მო­ინ­გრა ავა­რი­უ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კე­დე­ლი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ველ­თა ჯგუ­ფე­ბი და სხვა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ად­გილ­ზე მის­ვლი­სას გა­ირ­კვა, რომ ჩა­მონ­გრე­უ­ლი იყო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბა­რა­კუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც მო­ყო­ლი­ლი იყო ორი მო­ქა­ლა­ქე.

მაშ­ვე­ლებ­მა სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, ორი­ვე მო­ქა­ლა­ქის ნან­გრე­ვე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ისი­ნი კონ­ტაქ­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.