"ყველაფერი მოგიტანეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს | Allnews.Ge

"ყველაფერი მოგიტანეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"ნინო ღავთაძე - ქვემო ნატანები. 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. პატარა 40 დღის. მიტანილია პროდუქტები, პამპერსი, ბავშვის საჭმელი.

ირინა ვაშაყმაძე - ზვანი. სამი მოზარდი შვილით იყო პროდუქტის გარეშე დარჩენილი.

ჩიხლაძე როზა- მოხუცი ბებო, მარტო იყო ჩარჩენილი სახლში. გამოყვანილია სოფლიდან.

მოხალისეები არიან ნიკა კუხილავა, ჯამბულ მუჯირი, გიორგი ურუშაძე. ოქროს ადამიანები, რომლებმაც დღეს ბევრი იარეს" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს და ვიდეობს აქვეყნებს.