"თუ ცუდ ხასიათზე ხართ, ქართული სიმღერა და წითელი ღვინო საუკეთესო კომბინაციაა" - მაქსიმ გალკინი ქართულად ამღერდა (ვიდეო)
რუსი შოუმენი, მაქსიმ გალკინი ქართულად ამღერდა. ის "ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეოს და გამომწერებს ურჩევს, რომ სიცივეში ხასიათზე მოსასვლელად ქართული სიმღერა და წითელი ღვინო საუკეთესო კომბინაციაა.
"ჩემო ძვირფასო გამომწერებო, დღეს ჩვენთან ცივა. თუ დილიდან ცუდ ხასიათზე ხართ, არ იცით რა უნდა გააკეთოთ, იმღერეთ ქართული სიმღერები, რომლებიც იცით.ხოლო თუ კარგი წითელი ღვინოც გაქვთ - ქართული სიმღერა და წითელი ღვინო, საუკეთესო კომბინაციაა", - ამბობს გალკინი, რის შემდეგაც ქართულ სიმღერას იწყებს. გალკინმა ფანებისთვის ოთარ რამიშვილის "ბულბული" შეასრულა.