"რუსეთში -20 გრადუსში ბინიდან გამოგვაგდეს, შემდეგ 40 კვადრატულში ორი ოჯახი ვცხოვრობდით" - ვინ არის სოცქსელში პოპულარული ბიჭი მძიმე წარსულით და როგორია მისი "გზა სოფლისკენ" | Allnews.Ge

"რუსეთში -20 გრადუსში ბინიდან გამოგვაგდეს, შემდეგ 40 კვადრატულში ორი ოჯახი ვცხოვრობდით" - ვინ არის სოცქსელში პოპულარული ბიჭი მძიმე წარსულით და როგორია მისი "გზა სოფლისკენ"

გი­ორ­გი ღვინ­ჯი­ლია ქა­ლაქ ფოთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, შემ­დეგ ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, ემიგ­რა­ცი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თბი­ლის­ში აგ­რძე­ლებ­და ცხოვ­რე­ბას. ერთ დღეს კი გა­და­წყვი­ტა, სო­ფელ­ში გა­და­სუ­ლი­ყო სა­ცხოვ­რებ­ლად და ასეც მო­იქ­ცა. დღეს აბა­შის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ცხოვ­რობს, ჰყავს ძრო­ხე­ბი, ღო­რე­ბი, ქათ­მე­ბი, დიდი სახ­ლი თა­ვის ხე­ლით გა­ა­რე­მონ­ტა და მო­ა­წყო, და­კა­ვე­ბუ­ლია ქველ­მოქ­მე­დე­ბით... ამ ყვე­ლაფ­რის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე "გზა სოფ­ლის­კენ" აზი­ა­რებს, სა­დაც გა­მომ­წე­რე­ბი სულ უფრო და უფრო ემა­ტე­ბი­ან და უკვე 170 ათასს გა­დას­ცდა...

გი­ორ­გი ღვინ­ჯი­ლია თა­ვის რთულ პი­რო­ბებ­ში გან­ვლილ, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს...

- და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ ფოთ­ში, 1988 წელს. ჩემი ბავ­შვო­ბა 90-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ რა რთუ­ლი წლე­ბი იყო, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად 90-იანი წლე­ბი მახ­სენ­დე­ბა რო­გორც სიყ­ვა­რუ­ლის, სი­კე­თის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის წლე­ბი... მა­მას ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა მო­უხ­და, ბა­ბუა ადრე გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა და დავ­რჩით - დედა, მე, და­ი­კო, ჩვე­ნი ხან­დაზ­მუ­ლი ბე­ბია, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად მთე­ლი ტვირ­თი დე­დის მხრებ­ზე აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ 90-იანი წლე­ბი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნად­გო­მის, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის წლე­ბი იყო...

მე­ზობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რომ გვი­ჭირ­და. დი­ლით ეზო­ში ხან ყვე­ლის ნა­ჭე­რი, ხან რძე გვხვდე­ბო­და. გვიკ­ვირ­და, სა­ი­დან მო­დი­ო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. ერთხელ დე­დამ მთე­ლი ღამე არ და­ი­ძი­ნა, და­რა­ჯობ­და თუ ვის მოჰ­ქონ­და. თურ­მე ჩვენს წინა მე­ზო­ბელს, ტა­რი­ელს მოჰ­ქონ­და. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მას, და­ლოც­ვა ჩემ­გან... ღა­მით ოთხის ნა­ხე­ვარ­ზე შე­მო­დი­ო­და და ხან ყველს, ხან რძეს გვი­ტო­ვებ­და. ასე­ვე ეს ადა­მი­ა­ნი ძა­ლი­ან ხში­რად მე­ძახ­და, მას­თან სახ­ლში რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი. თით­ქოს ჩემი დახ­მა­რე­ბა ჭირ­დე­ბო­და რამე საქ­მე­ზე, მაგ­რამ რომ გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ მივ­ხვდი, საკ­ვე­ბად მე­ძახ­და, რაც იმ წლებ­ში ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და...

პუ­რიც არ გვქონ­და, ბევ­რი რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დარ­ჩა ჩვენს გულ­ში. ამი­ტო­მაც დღეს თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი ბავ­შვო­ბა რთუ­ლი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ლა­მა­ზი იყო. სა­დაც მე ადა­მი­ა­ნო­ბა, ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა, სი­კე­თის ფასი ვის­წავ­ლე. ამ დროს ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათ წლამ­დე ვცხოვ­რობ­დი. კრივ­ზე დავ­დი­ო­დი, იუ­ნი­ო­რებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ვარ. ბავ­შვო­ბა სულ შრო­მა­ში გა­ვა­ტა­რე, ძა­ლი­ან ად­რი­დან ჩა­ვე­ბი. მე და ჩემი და ჯართს ვაგ­რო­ვებ­დით, რა­ღაც კა­პი­კე­ბი შე­მოგვქონ­და სახ­ლში, პური რომ გვე­ყი­და. შრო­მა, სპორ­ტი, სწავ­ლა - ეს იყო ბავ­შვო­ბა. დედა ჩვე­ნი მი­წი­ე­რი ან­გე­ლო­ზია, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, იმ წლე­ბის სირ­თუ­ლე არ გვეგ­რძნო. ის იყო ჩვე­ნი ჰა­ე­რი, ნუ­გე­ში, სიყ­ვა­რუ­ლი... მის მხრებ­ზე იყო დე­დის, მა­მის მო­ვა­ლე­ო­ბაც. ჩემი ბავ­შვო­ბა სირ­თუ­ლე­ებს და დე­დის გმი­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა...

477889946-978755223707779-328339492432717683-n-34285-1740210204.jpg

- ემიგ­რა­ცი­ის წლე­ბი რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- თა­ვი­დან­ვე ვახ­სე­ნე, რომ უმა­მოდ ვიზ­რდე­ბო­დით, რად­გან წა­სუ­ლი იყო და თით­ქმის 6 წელი უნა­ხა­ვი გვყავ­და. ერთხელ ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას შე­მომ­თა­ვა­ზა მას­თან წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, 6 წელი არ მე­ნა­ხა. თუმ­ცა პი­რო­ბა იყო, რომ ზა­ფხულ­ში წა­ვი­დო­დი და რო­გორც კი სკო­ლის პე­რი­ო­დი მო­ახ­ლოვ­დე­ბო­და, კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის ასაკ­ში დამ­სვეს ავ­ტო­ბუს­ზე ივ­ნი­სის თვე­ში და სამი დღე თბი­ლი­სი­დან მოს­კო­ვამ­დე მარ­ტომ ვიმ­გზავ­რე. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან მარ­ტო მივ­დი­ო­დი, მა­შინ ასე არ არ­სე­ბობ­და მო­ბი­ლუ­რე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი და ში­შის გან­ცდა მქონ­და, არ დავ­კარ­გუ­ლი­ყა­ვი. სა­ბედ­ნი­ე­როდ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. მშვი­დო­ბით ჩა­ვე­დი მამა დამ­ხვდა, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა იყო, სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბით სავ­სე... ასე და­ი­წყო ემიგ­რა­ცი­ა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა, 11 წლის იქ გავ­ხდი. მე კი მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ზა­ფხულ­ში მა­მას­თან ერ­თად, ან მარ­ტოს, რად­გან კრივ­ზე ვსწავ­ლობ­დი და აქე­დან აზ­რად არ მქო­ნია, რომ ემიგ­რა­ცი­ა­ში დავ­რჩე­ბო­დი. უფ­ლის ნე­ბით იქ დავ­რჩი, და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში დე­დაც ჩა­მო­ვი­და რუ­სეთ­ში, დას­თან ერ­თად და 2018 წლამ­დე იქ დავ­რჩით...

ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა ბევ­რად უფრო რთუ­ლი იყო, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­ლი­ლი 90-იანი წლე­ბი.. მო­გეხ­სე­ნე­ბათ იქ ზამ­თა­რი ძა­ლი­ან მკაც­რია, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნებ­ში ცხოვ­რე­ბა გვი­წევ­და, შე­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თით­ქმის არ გვქონ­და. მახ­სენ­დე­ბა, შო­ბის ღა­მეს რო­გორ გა­მოგ­ვაგ­დეს სახ­ლი­დან, როცა ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს ოცი გრა­დუ­სი იყო. მან­ქა­ნა­ში გვე­ძი­ნა, შემ­დეგ კი ნაც­ნობ­მა ქარ­თვე­ლებ­მა შეგ­ვი­კედ­ლეს. იქი­და­ნაც გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მოგ­ვაგ­დეს.

შემ­დეგ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისეთ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დით, სა­დაც მხო­ლოდ კედ­ლე­ბი იყო და მეტი არა­ფე­რი, არც აბა­ზა­ნა, სა­პირ­ფა­რე­შო... ორი ოჯა­ხი, ათი ადა­მი­ა­ნი ერთ ოთახ­ში ვი­ყა­ვით, 40 კვად­რა­ტუ­ლი ფარ­დე­ბით გვქონ­და გა­ყო­ფი­ლი. მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩვენ ვი­ყა­ვით, პირ­ველ სარ­თულ­ზე კი ცეხი იყო, სა­დაც მა­სა­ლე­ბი მზად­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სად სულ მტვე­რი, ხმა­უ­რი იყო... დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ამ დროს ძა­ლი­ან თბი­ლად ვიხ­სე­ნებ. კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ვი­ა­რეთ. ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლეთ, ღვთის მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის. წლე­ბის შემ­დეგ ნელ-ნელა ჩვენც გა­ვი­ზარ­დეთ. დე­დას სამ­სა­ხუ­რი გა­მო­უჩ­ნდა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­ვიც­ვა­ლეთ. უკე­თეს პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩნდით. და­მაც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მეც ვმუ­შა­ობ­დი, ნელ-ნელა სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მო­ვე­დით, მაგ­რამ ემიგ­რა­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბა მა­ინც ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. მა­ინც უცხო­ე­თია, სხვა კლი­მა­ტია, სხვა ხალ­ხია... იხილეთ სრულად