თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია სამი პირი - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია სამი პირი - რა ვიცით მომხდარზე?

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდას ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, ბოლოს კი ცხედარს ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლში მიაგნეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.