ქუთაისის კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია - რას აცხადებენ შსს-ში? | Allnews.Ge

ქუთაისის კლინიკაში დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, არსებული ინფორმაციით, ის ნაცემია - რას აცხადებენ შსს-ში?

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ახალ­გაზ­რდა ქალი შე­იყ­ვა­ნეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი.

პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის, თა­ვის, გულ-მკერ­დის არე­ში და კი­დუ­რებ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა. მის სი­ცო­ცხლეს ამ ეტაპ­ზე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში მა­მა­კაც­მა შე­იყ­ვა­ნა. მისი თქმით, ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ქუ­თა­ი­სი­სა და ერთ-ერთი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე იპო­ვა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 117-ე მუხ­ლით და­ი­წყო და საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.