"ითოვებს ხვალაც... კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა? | Allnews.Ge

"ითოვებს ხვალაც... კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. ველოდებით ქარის გაძლიერებასაც" - როდემდე გაგრძელდება ქვეყანაში უამინდობა?

20 თე­ბერ­ვლის დი­ლას, თბი­ლი­სის რიგ უბ­ნებ­ში მცხოვ­რებ დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს თოვ­ლი დახ­ვდათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თოვ­და გა­რე­უბ­ნებ­ში. წუ­ხელ ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თოვ­ლი და ყინ­ვა იყო. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რა...

- დღეს ვფიქ­რობთ, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში თოვა ისევ გაგ­რძელ­დე­ბა, ასე­ვე ითო­ვებს ხვა­ლაც. შემ­დეგ უკვე უნდა შემ­ცირ­დეს თო­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, მაგ­რამ კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა და ღა­მით ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. 23-24-25 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ასე­თი არამ­დგრა­დი ამინ­დი ნარ­ჩუნ­დე­ბა, 26 თე­ბერ­ვლამ­დე. ჯერ არ ჩანს, არც დათ­ბო­ბა არც ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში თოვ­ლი და­დოს?

- დიახ, მაგ­რამ თბი­ლი­სის თოვ­ლი ცოტა რთუ­ლი თე­მაა. ახლა რე­გი­ო­ნებ­შიც ყველ­გან თოვს, კა­ხეთ­შიც, და­სავ­ლეთ­შიც, პროგ­ნო­ზი ისე­თი გვაქვს, რომ შე­საძ­ლოა თოვ­ლი თბი­ლის­შიც და­დოს. ამ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. კობი-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე დიდი თოვ­ლი მო­ვი­და, ასე­ვე სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, შე­ზღუ­დუ­ლია ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. იქაც უფრო ძლი­ე­რად მო­თოვს.

ზო­გა­დად რთუ­ლი ზამ­თა­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, კა­ხეთ­ში რომ კარ­გი თოვ­ლი მო­ვი­და, სჭირ­დე­ბო­დათ და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ვართ თოვ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თე­ბერ­ვა­ლია, ჯერ კი­დევ ზამ­თა­რი და არ არის გა­საკ­ვი­რი.