ჯანდაცვის, განათლების, კიბერ უსაფრთხოების და ა.შ. პროგრამებში დახარჯული მილიონები - ბოლო 5 წელში USAID-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები | Allnews.Ge

ჯანდაცვის, განათლების, კიბერ უსაფრთხოების და ა.შ. პროგრამებში დახარჯული მილიონები - ბოლო 5 წელში USAID-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები

აშშ-ს 47-ე პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბით, 20 იან­ვრი­დან აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) დახ­მა­რე­ბა 90 დღით შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ის, რომ აშშ-ს სა­გა­რეო დახ­მა­რე­ბის ინ­დუსტრია და ბი­უ­როკ­რა­ტია არ არის თან­ხვედ­რა­ში ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­თან.

"ჩვენ მიერ და­ხარ­ჯუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი დო­ლა­რი, ჩვენ მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მა და ჩვენ მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ტი­კა უნდა ეფუძ­ნე­ბო­დეს პა­სუ­ხებს სამ შე­კი­თხვა­ზე: აქ­ცევს თუ არა ეს ამე­რი­კას უფრო უსაფრ­თხოდ? აქ­ცევს თუ არა ეს ამე­რი­კას უფრო ძლი­ე­რად? აქ­ცევს თუ არ ეს ამე­რი­კას უფრო აყ­ვა­ვე­ბუ­ლად?“, - გა­ნა­ცხა­და 22 იან­ვარს მარ­კო რუ­ბი­ომ, ტრამ­პის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა. დო­ნალდ ტრამ­პის აღ­მას­რუ­ლე­ბელ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ აშშ-ის და­ფი­ნან­სე­ბა სრუ­ლად უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, პროგ­რა­მე­ბი თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, რომ­ლებ­საც შე­საძ­ლოა შე­ე­ხოთ ეს პროგ­რა­მა და შე­ე­ხე­ბა თუ არა უკვე მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებს, რო­მელ­თათ­ვი­საც დახ­მა­რე­ბა უკვე გა­მო­ყო­ფი­ლია კონ­გრე­სის მიერ ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან.

ცნო­ბი­სათ­ვის:

აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID - United States Agency for International Development ) აშშ-ის მთავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რომ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა უმე­ტეს­წი­ლად არა­სამ­ხედ­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბაა. ორ­გა­ნი­ზა­ცია 1961 წლის 3 ნო­ემ­ბერს შე­იქ­მნა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო სა­ერ­თო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის­გან იღებს და მის გა­ცხა­დე­ბულ მიზ­ნებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წი­ოს უცხო­ეთ­ში იმ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ თავი და­აღ­წი­ონ სი­ღა­რი­ბეს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, აღად­გი­ნონ სტი­ქი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი, ცდი­ლო­ბენ აა­შე­ნონ თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა... USAID-ი ეკო­ნო­მი­კურ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნას უწევს.

USAID სა­ქარ­თვე­ლო­შისა­ქარ­თვე­ლო­ში USAID 1992 წლი­დან მუ­შა­ობს და ამა­სო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 1,8 მი­ლი­არ­დი დო­ლარ­ზე მე­ტის დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს.

ვრცე­ლია იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რა კუ­თხი­თაც USAID-ი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ და ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბას უწევ­და. პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ში, მო­ი­ცავს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს: ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ხელ­შე­წყო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ენერ­გო უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და ხელ­მოკ­ლე მო­სახ­ლე­ო­ბის, მათ შო­რის ეთ­ნი­კურ და გე­ოგ­რა­ფი­ულ სა­ზღვრებ­თან მცხოვ­რებ პირ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია, ასე­ვე, ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ტრან­სპორ­ტის, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

USAID-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­სა­იტ­ზე იძებ­ნე­ბა ათე­უ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე პროგ­რა­მა.

2024 წლის ივ­ლის­ში, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კამ ჯამ­ში (არა მხო­ლოდ USAID-მა) სა­ქარ­თვე­ლოს 6.2 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი დახ­მა­რე­ბა გა­მო­უ­ყო, "რა­მაც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში”.

ambebi.ge-მ მო­ი­ძია USAID-ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2020 წლი­დან დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და მათ­გან რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ამოვკრი­ბეთ:

2020 წელი

2020 წელს სულ იყო 78 აქ­ტი­ვო­ბა და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში USAID-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩადო 69 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი. მათ­გან ყვე­ლა­ზე ძვი­რი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბია:

USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - $4,248,000; კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ხელ­შე­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში (PROLOG) - $4,050,000; USAID სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა - $3,816,973; სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ტი­ვო­ბა - $3,350,000; კარ­გი მმარ­თვე­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა (GGI) - $3,316,415; USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მა - $3,191,519; USAID-ის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პროგ­რა­მა - $2,591,032 და ა.შ.

2021 წელი

ამ წელს USAID-მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 75 აქ­ტი­ვო­ბა, რა­შიც 50,73 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა:

სა­გა­რეო სამ­ხედ­რო და­ფი­ნან­სე­ბის (FMF) პროგ­რა­მა - $35,000,000; სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში - $3,850,000; USAID-ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მა - $3,500,000 +2,200,000 (ორ­ჯე­რა­დად); USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - $3,358,404; ინ­დუსტრი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა - $3,300,000; USAID-ის სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მო­მავ­ლის პროგ­რა­მა - $3,360,185; USAID სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა - $3,224,655; სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინო­ვა­ცი­ის პროგ­რა­მა (FIP) - $3,200,000; წი­თე­ლი ჯვრი­სა და ნა­ხე­ვარ­მთვა­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (IFRC) ქოლ­გის PIO გრან­ტი, ჯან­დაც­ვა - $1,400,000; გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან - $1,044,000; ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა (UNICEF Polio, EPI Grant)- პო­ლი­ო­ე­მე­ლიტ­თან ბრძო­ლა - 1.000.000; მცი­რე ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა - 1.000.000+ 327.819; DPD - სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის (IMET) პროგ­რა­მა/მი­წო­დე­ბე­ბი - $963,903; USAID-ის კარ­ტო­ფი­ლის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - $330,000; USAID-ის ეკო­ნო­მი­კუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში - $292,035; ტყის ხან­ძრის რის­კე­ბის რუკა სა­ქარ­თვე­ლო­ში - 50.000; ინ­გლი­სუ­რი ენის კურ­სე­ბი სოფ­ლის ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის - 50.000; ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის კლუ­ბე­ბი სკო­ლე­ბის­თვის - 49.955; სვა­ნე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნეს ჰაბი - $41,639; სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში სამ­თო და ეკო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა - $15,300 და სხვა.

იხილეთ სრულად