თოვლი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი უარესდება | Allnews.Ge

თოვლი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - საქართველოში ამინდი უარესდება

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 19-21 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით.

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ლი­პყი­ნუ­ლი.

"19-21 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი, მთა­ში და მა­ღალ მთა­ში ზო­გან ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ელექტრო­გა­დამ­ცემ ხა­ზებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა.

დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.