ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია - რა ინფორმაცია ვრცელდება ამ დროისთვის?
ოკუპირებულ ახალგორში ტყეში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათ მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ასევე, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.