რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ | Allnews.Ge

რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ბანკი ქართუ" - რა თქვა ნათია თურნავამ დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის, ნა­თია თურ­ნა­ვას და­კი­თხვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დას­რულ­და. თურ­ნა­ვამ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მის­ცა ჩვე­ნე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებს.

"სხდო­მა და­ხუ­რუ­ლი იყო... ჩვე­ნი ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა კა­ნო­ნი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, თუ ბან­კი და­სა­ჯა­რი­მე­ბე­ლია, ვა­ჯა­რი­მებთ... ბან­კებს ვუ­წე­სებთ ჯა­რი­მას, როცა ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია",- გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა 2023 წელს "ქარ­თუ ბან­კი" და­ა­ჯა­რი­მა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გარ­შე­მო და­ი­კი­თხა თურ­ნა­ვა. ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს.

მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.