"იუმორინადან" გამოსულ ხალხს შეძახილებით დახვდნენ: რას პასუხობს მათ ხვიჩა მაღლაკელიძე - "რა გეკონცერტებათო... რა იყო გასაპროტესტებელი" | Allnews.Ge

"იუმორინადან" გამოსულ ხალხს შეძახილებით დახვდნენ: რას პასუხობს მათ ხვიჩა მაღლაკელიძე - "რა გეკონცერტებათო... რა იყო გასაპროტესტებელი"

"ბა­ტო­ნო კარ­გია, ხომ შვი­ლი რომ კარ­გად გყავთ", "გუ­შინ ბა­თუმ­ში ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ ორი ბავ­შვი მოკ­ლა, რა გამ­ღე­რებთ, რა გა­ცეკ­ვებთ, რა დროს იუ­მო­რი­ნაა“, „რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხალხნო ემ­პა­თია არ გქონ­დეთ, 4 და 6 წლის ბავ­შვე­ბი ჯართს ეძებ­დნენ" - ამ შე­ძა­ხი­ლე­ბით დახ­ვდნენ გუ­შინ ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან გა­მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს აქ­ტი­ვის­ტე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერტს ტო­ვებ­დნენ, აქ­ტი­ვის­ტებს შუა თითს უჩ­ვე­ნებ­დნენ.

"იუ­მო­რი­ნა 2025" სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერ­ტი ერთხელ უკვე გა­და­ი­დო. მა­შინ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ფორ­მა­ცია: "ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გაც­ნო­ბებთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "იუ­მო­რი­ნა 2025"-ის 14 და 15 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­ტა­ნი­ლია 15 და 16 თე­ბერ­ვალს".

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე "იუ­მო­რი­ნას" ერთ-ერთი ვე­ტე­რა­ნი წევ­რია. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გლო­ვა­საც თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს და ხალ­ხის ხა­სი­ათ­ზე მოყ­ვა­ნა­საც

- ბა­ტო­ნო ხვი­ჩა, იუ­მო­რი­ნა­დან გა­მო­სულ მა­ყუ­რე­ბელს გა­რეთ ტრან­სპა­რან­ტე­ბით დახ­ვდა ხალ­ხი და სირ­ცხვი­ლის კო­რი­დო­რი მო­უ­წყვეს.

- ძა­ლი­ან ცუდი მერე, რა­ტომ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ, რა იყო გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბე­ლი.

- დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არი­ან სინ­დი­სი პა­ტიმ­რე­ბი და ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა...

- რა გე­კონ­ცერ­ტე­ბა­თო? - არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თის მე­ო­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბა. რო­დე­საც მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, და­საფ­ლა­ვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი. იმი­ტომ რომ ხე­ლო­ვა­ნი კაცი ვარ და სცე­ნა ჩემი ყვე­ლა­ფე­რია. მა­ყუ­რე­ბელს ერთი წა­მით არ უგ­რძნია, რომ მე ჩემი გლო­ვა მქონ­და. ამა­ზე დიდი გლო­ვა არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს, რო­დე­საც მშო­ბელს კარ­გავ.

არ ვიცი რა გი­თხრათ, ცუ­დია რომ მო­ვიდ­ნენ, ისიც ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ესე­ნიც აქე­დან შუა თითს უჩ­ვე­ნებ­დნენ. სა­ზი­ზღრო­ბაა, ისე­თი, რომ მეტი არ შე­იძ­ლე­ბა. ამ სამ მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში, რომ ერთი მე­ო­რეს რა­ღა­ცას უპ­რო­ტეს­ტებს, დე­დას აგი­ნებს და ის მერე შუა თითს უჩ­ვე­ნებს, ეს არის სა­ზი­ზღრო­ბა.

იხილეთ სრულად