"იქ ჩემს მეგობრებს ვუმღერებ"- გია სურამელაშვილის თქმით, მოსკოვში არა კონცერტის გასამართად, არამედ გამოკვლევებზე მიდის
"გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს“ - ამ სათაურით ბოლო ორი დღეა სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილი მომღერალი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და სინამდვილეში მისი ვიზიტი პირადი ხასიათისაა.
გია სურამელაშვილი მოსკოვში ჩასვლისას გეგმავს დიდი ხნის უნახავ ქართველ მეგობრებთან შეხვედრას, ხოლო იმავდროულად, ჯანმრთელობის მდგომარეობას გადაამოწმებს.გია სურამელაშვილის თქმით, 11 წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრებისას იქ ბევრი მეგობარი დატოვა, რომელთაც ახლა რესტორან „გენაცვალეში“ შეხვდება. რესტორნის მფლობელიც ასევე ქართველია. მომღერალი აქვე აღნიშნავს, რომ არასოდეს ყოფილა პოლიტიკურ საკითხებში ჩართული და მისი ძირითადი საზრუნავი ყოველთვის სიმღერა და მუსიკა იყო…
- ეს კონცერტი არ არის, მეგობრებთან მივდივარ. შეგახსენებთ, რომ 11 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და იქ დარჩენა რომ მნდომებოდა, ამაზე კარგი პირობები მქონდა და აუცილებლად დავრჩებოდი.
რაც შეეხება მოსკოვში წასვლას, ბოლო დროს რამდენიმე კონცერტი გადავდე, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს. ჩემი მეგობრის მეუღლე მოსკოვში ექიმია და მასთან მივდივარ გამოკვლევებზე. არ მინდოდა ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ მაიძულეს. იქ ყოფნისას ვნახავ ჩემს ქართველ მეგობრებს თავისი ოჯახებით. რესტორანში შევიკრიბებით და ვინახულებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, იქ ჩემს მეგობრებს ვუმღერებ.
32 წელია სცენაზე ვდგავარ და არასოდეს გავრეულვარ პოლიტიკაში. არ მაინტერესებს ეს სფერო, მე მაქვს ჩემი საქმე და ეს არის სიმღერა. მსოფლიოს ყველა კუთხეში მაქვს მიწვევები და გასტროლზეც ხშირად დავდივარ. როგორც გითხარით, ბოლო დროს რამდენჯერმე გადამედო გასტროლი ისრაელში. მე ვენდობი ქართველ ექიმებს, მაგრამ მაინც მინდა გადავამოწმო ჩემი ჯანმრთელობა მეგობრის მეუღლესთან, რომელიც მოსკოვში ცნობილი ექიმია. იხილეთ სრულად