მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე აღმოჩნდა - ვინ არის უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ქალი, რომელსაც რუსებმა 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს | Allnews.Ge

მესტიაში სასტუმროს მენეჯერად მუშაობდა, შემდეგ კი ბრძოლის ველზე აღმოჩნდა - ვინ არის უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი ქალი, რომელსაც რუსებმა 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ და­უს­წრებ­ლად მი­უ­სა­ჯა 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ქარ­თველ მებ­რძოლ გვან­ცა გე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლებ­ში იბ­რძვის.

რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბით, გე­ლაშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 359-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში).

გე­ლაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა და მისი საქ­მი­ა­ნო­ბა უკ­რა­ი­ნა­ში

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავ­და მო­ტო­რი­ზე­ბულ ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ დი­ვერ­სი­ულ და სა­დაზ­ვერ­ვო ოპე­რა­ცი­ებს. მას ასე­ვე გა­ი­ა­რა უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კურ­სი და მი­ი­ღო სამ­ხედ­რო სკო­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

400px-gelashvili-gvantsa18-49997-1739349052.jpg

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გე­ლაშ­ვი­ლი 2024 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე აგ­რძე­ლებ­და ბრძო­ლას უკ­რა­ი­ნის მხა­რეს.

"ომის ან­გე­ლო­ზე­ბი" - ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ქარ­თველ ქა­ლებს და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში. ჟურ­ნალ­მა Forbes-მა უკვე არა­ერ­თი სტა­ტია მი­უ­ძღვნა ქარ­თველ მე­დი­კო­სებ­სა და მე­ომ­რებს. გვან­ცა გე­ლაშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც გა­მორ­ჩე­უ­ლი საბ­რძო­ლო უნა­რე­ბით, თავ­გან­წირ­ვი­თა და გამ­ბე­და­ო­ბით არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.რო­დე­საც რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რა, გვან­ცა მეს­ტი­ა­ში სას­ტუმ­როს მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობ­და. რო­გორც ამ­ბობს, მის­თვის მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი იყო და­ბომბვა­ში მო­ყო­ლი­ლი ბავ­შვე­ბი. "არა­ნა­ი­რი ზი­ზღი, სი­ძულ­ვი­ლი, ეს იყო უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის სიბ­რა­ლუ­ლი და შიში იმი­სა, რომ აქ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, იგი­ვე არ მომ­ხდა­რი­ყო", - ასე ხსნის ომში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გვან­ცა. იხილეთ სრულად