"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი
9 თებერვალს, დილით ტენესის შტატში ქართველი ახალგაზრდა, 33 წლის გიორგი მერაბიშვილი მოკლეს. ეს სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. როგორც ირკვევა, მას დამნაშავე სახლთან დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
გიორგის ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა, ამიტომ საქართველოში მის ჩამოსასვენებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ, რომ ოჯახს დაეხმარონ და შეაგროვონ ჩამოსასვენებელი თანხები."ჩვენი ბავშვობის მეგობარი გიორგი მერაბიშვილი ტრაგიკულად და მოულოდნელად გარდაიცვალა, გთხოვთ გადააზიაროთ და გვერდში დავუდგეთ მის ოჯახს. საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო გიორგის სამშობლოში გადმოსასვენებლად. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, არ აფინანსებს საკონსულო გადმოსვენებას. გთხოვთ, გადააზიაროთ და რითაც შეგეძლებათ დახმარება გავუწიოთ ოჯახს. გიორგი 33 წლის იყო და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, - წერს სოციალურ ქსელში მეგობარი თეო მიქელაძე.
როგორც შევიტყვეთ, 33 წლის გიორგი მერაბიშვილს საქართველოში ჰყავს ოჯახი, ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. ბოლო დროს საქართველოში იყო, მაგრამ უცხოეთში რამდენიმე თვის წინ ისევ წავიდა. ისე წლებია იქ ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო და ამიტომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს.
როგორც ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მის ჩამოსასვენებლად 10000 დოლარია საჭირო. ამიტომ ახლა ახლობლები ამ თანხის შეგროვებას ცდილობენ.
ვრცელდება ინფორმაცია, 33 წლის ახალგაზრდას პოლიციელის გასროლის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ცეცხლი სიტუაციის გამწვავებისას გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს სიცოცხლეშივე მიყენებული თვითდაზიანებები აღენიშნებოდა.ცნობილი იურისტი თამარ აბესაძე გიორგი მერაბიშვილის პირადი ადვოკატი იყო. ის ძალიან წუხს მომხდარის გამო და ოჯახს, მის სანათესავოს, სამეგობროს სამძიმარს უცხადებს. იხილეთ სრულად