"ბავშვობის მეგობრები იყვნენ... მოკლა და მანქანიდან ჩამოაგდო, მწყემსმა იპოვა ცხედარი" - ვინ არის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული და რას ჰყვება მოკლულის მამა | Allnews.Ge

"ბავშვობის მეგობრები იყვნენ... მოკლა და მანქანიდან ჩამოაგდო, მწყემსმა იპოვა ცხედარი" - ვინ არის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული და რას ჰყვება მოკლულის მამა

სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 38 წლის გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

მა­მა­კაცს ერთ ტყვია გულ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. რო­გორც მოკ­ლუ­ლის მამა ჰყვე­ბა, მისი შვი­ლი გუ­შინ ღა­მის 2 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, 4 სა­ათ­ზე კი შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ სო­ფელ ან­თოკ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. ის ვა­რა­უ­დობს, რომ ქურ­დო­ვა­ნი­ძემ მისი შვი­ლი მან­ქა­ნა­ში მოკ­ლა და შემ­დეგ ცხე­და­რი სო­ფელ­ში და­ტო­ვა.

"სახ­ლი­დან გა­ვი­და 2 სა­ათ­ზე და ალ­ბათ მა­ლე­ვე შეხ­ვდა მკვლელს. მე გა­ვი­გე 4 სა­ათ­ზე, ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა და შე­მა­ტყო­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. ავ­ტო­მო­ბილ­ში მო­უკ­ლავს და მერე მან­ქა­ნი­დან გა­და­აგ­დოო, ასე თქვეს. დე­ტა­ლე­ბი ზუს­ტად არ ვიცი. სა­გა­რე­ჯო­ში ჩა­ის­ვა მან­ქა­ნა­ში მკვლელ­მა, არ ვიცი სად მოკ­ლა, რა მოხ­და, სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა აქვე მოკ­ლა და სო­ფელ­ში ჩა­მო­აგ­დო.

მკვლე­ლი გი­ორ­გი ქურ­დო­ვა­ნი­ძეა, ბავ­შვო­ბა­ში მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. რა მოხ­და არ ვიცი. მოკ­ლუ­ლი მწყემსმა იპო­ვა. ერთი ტყვია აქვს გულ­ში მოხ­ვედ­რი­ლი. მო­ტი­ვი რა არის არ ვიცი. ალ­ბათ ძა­ლი­ან დიდი უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ, სა­ვა­რა­უ­დოდ ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა. მა­გას პო­ლი­ცია გა­არ­კვევს" - ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის მამა.

ასე­ვე მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბა­რი ჰყვე­ბა, რომ ქურ­დო­ვა­ნი­ძე­სა და ფე­იქ­რიშ­ვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ნამ­დვი­ლად იყო და ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მა­თაც ჰქონ­დათ. იხილეთ სრულად