"ეს სარკაზმია. ასე უპასუხეს ფიცოს" - რას ამბობს მამულაშვილი სლოვაკეთში გამოჩენილ ბანერებზე წარწერით: "მამუკა პრეზიდენტად" | Allnews.Ge

"ეს სარკაზმია. ასე უპასუხეს ფიცოს" - რას ამბობს მამულაშვილი სლოვაკეთში გამოჩენილ ბანერებზე წარწერით: "მამუკა პრეზიდენტად"

სლო­ვა­კე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ბრა­ტის­ლა­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე გა­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი და ბა­ნე­რე­ბი წარ­წე­რით - "მა­მუ­კა პრე­ზი­დენ­ტად!" სლო­ვაკ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა ასე­ვე გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მხარ­და­ჭე­რის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს. მა­თი­ვე თქმით, კამ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი­ვე დღეს 6 000 ევ­როს აგ­რო­ვე­ბა შეძ­ლეს, მაგ­რამ ეს კი­დევ არა­ფე­რია, "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ბი­ჭე­ბის­თვის დიდ თან­ხებს მო­ი­ზი­და­ვენ.

იმის გა­სარ­კვე­ვად თუ რას უკავ­შირ­დე­ბა სლო­ვა­კი აქ­ტი­ვის­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა და აქვს თუ არა მათ­თან კავ­ში­რი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურს ambebi.ge მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

"ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვი­თა­რე­ბაა. ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი, არც აქ­ტი­ვის­ტებს ვიც­ნობ, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს, ვინ არი­ან. ფო­ტო­ე­ბი ნაც­ნობ­მა სლო­ვაკ­მა გად­მო­მიგ­ზავ­ნა. მა­ნაც შემ­თხვე­ვით და­ი­ნა­ხა ეს ბა­ნე­რე­ბი. ბა­ნერ­ზე სი­ტყვა­სი­ტყვით წე­რია, - "მა­მუ­კა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში". ე.ი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას აპი­რე­ბენ, უბ­რა­ლოდ, სარ­კაზ­მია. რო­გორც ჩანს, სლო­ვა­კებ­მა ასე უპა­სუ­ხეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რო­ბერტ ფი­ცოს გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თით­ქოს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ სლო­ვა­კეთ­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს.

სხვა­თა შო­რის, ფიცო სა­კუ­თარ ხალ­ხს ძა­ლი­ან არ უყ­ვარს მისი პრო­რუ­სუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.", - გვი­თხრა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­ლაშ­ვილს სლო­ვა­კეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან მისი კავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლა. მა­ნამ­დე, ის ჯერ რო­ბერტ ფი­ცომ, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ­მა სლო­ვა­კე­თის მთავ­რო­ბის მრჩე­ველ­მა, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ერიკ კა­ლი­ნი­ა­კიმ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში. ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა სლო­ვა­კი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ გა­და­წყვი­ტეს "ქარ­თულ ლე­გი­ონს“ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დონ. ასე­ვე სარ­კას­ტუ­ლად წე­რენ, - უკ­რა­ი­ნა­ში მივ­დი­ვართ და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის­თვის“ დრო­ნე­ბი მიგ­ვაქვს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვა სლო­ვა­კეთ­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბებს აწყობ­სო..

ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, მარ­თლა იღებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ სლო­ვა­კი ხალ­ხის­გან ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას. რო­გორც მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა გვი­თხრა, სლო­ვაკ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა მარ­თლა და­ი­წყეს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა იმის­თვის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის­თვის დრო­ნე­ბი იყი­დონ.

"ძა­ლი­ან კარ­გი, მად­ლო­ბა სლო­ვა­კებს, ეს მარ­თლაც გვჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი.