რას აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბავშვი "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან მიღებული წყლით დაზიანდა? | Allnews.Ge

რას აცხადებს კომპანია IDS ბორჯომი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბავშვი "ბაკურიანი ციდას" ბოთლიდან მიღებული წყლით დაზიანდა?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წუ­ხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბავ­შვი წყლით "ბა­კუ­რი­ა­ნი ციდა" და­ზი­ან­და - და­ეწ­ვა პირ-ხახა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პა­ნი­კაა, მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­ლი ბავ­შვებს არ და­ა­ლე­ვი­ნონ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ერთი ბავ­შვი მარ­თლა წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და იქ მკურ­ნა­ლობს.

კომ­პა­ნია IDS ბორ­ჯო­მი გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"სა­ქარ­თვე­ლოს გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ბა­კუ­რი­ა­ნი ცი­დას“ ბოთ­ლი­დან და­ლე­უ­ლი სი­თხით მოხ­და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. გაც­ნო­ბებთ, რომ კომ­პა­ნი­ის მხრი­დან მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის შე­დე­გად, გა­და­მოწ­მდა კონ­კრე­ტულ მა­ღა­ზი­ა­ში (სა­დაც ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით მოხ­და პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა) ნი­მუ­შე­ბი და დარ­ღვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, შე­ვა­მოწ­მეთ ამ­ჟა­მად ქსელ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა პარ­ტი­ის ნი­მუ­ში და ვა­დას­ტუ­რებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ნი­მუ­შებ­ში დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ასე­ვე გა­და­მოწ­მდა სა­წარ­მოო პრო­ცე­სის სრუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ციკ­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს პრო­დუქ­ტში რა­ი­მე უცხო ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­ვედ­რას".