პარლამენტთან აქცია განახლდა - პროტესტის 68-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის 68-ე დღეს პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტეს.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დედაქალაქის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს რამდენიმე ქალაქშიც.