პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონი დგას
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პროტესტის 67-ე დღეს მოქალაქეები კვლავ არიან შეკრებილები.
პარლამენტის წინა პერიმეტრზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული, შესაბამისად, მომიტინგეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, გზის სავალ ნაწილზე გააგრძელონ პროტესტი. გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა მედიასთან განაცხადა, ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს.
„როცა იქნება რაოდენობა საკმარისი დავეხმარებით. ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომ გადაიკეტოს რუსთაველის გამზირი“, - აღნიშნა პოლიციელმა.