ზურაბ ჯაფარიძე - აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ, იღებენ დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა, მაგრამ ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება
ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ - არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იღებს „დრაკონულ კანონს“ ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა.
„ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ. ისინი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ. სჭირდება ამას საკანონმდებლო ცვლილებები? - ამას აკეთებენ. იღებენ რაღაც დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა ეს. ერთი ერთში აკოპირებენ ყველაფერს. არც მაგისი არვის ეშინია. არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია. ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.