"თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია: რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე | Allnews.Ge

"თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია: რა ვითარებაა ამ დროისთვის ადგილზე

"თბი­ლი­სი მოლ­თან“ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხო­ვენ. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის პე­რი­მეტრზე არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი.აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას; არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თა­ლი, არ იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა".

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლონ, სა­დაც აქ­ცი­ებს 2 თვე­ზე მე­ტია მარ­თა­ვენ. თბი­ლი­სის გა­სავ­ლელ­თან და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით, თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბი წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­უ­ლი ან/და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს. შე­სა­ბა­მი­სად, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ბლო­კი­რე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს პა­ტიმ­რო­ბას 2 წლამ­დე ვა­დით, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით.

შსს მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს და მო­ნა­წი­ლე­ებს, პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად.