"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან | Allnews.Ge

"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რა გაიხსენა გია ხუხაშვილმა 2012 წლის შეხვედრიდან

ბი­ძი­ნას მთა­ვა­რი კო­ზი­რი არის ის, რომ ოპო­ზი­ცია ცხოვ­რობს ცალ­კე ცხოვ­რე­ბით და პრო­ტეს­ტი ცალ­კე ცხოვ­რე­ბით. ოპო­ზი­ცი­ამ წინა ხაზ­ზე უნდა იპო­ვოს გზე­ბი, - ასე აფა­სებს ექ­სპერ­ტი, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე 64-დღი­ან პრო­ტესტს და მას­ში ოპო­ზი­ცი­ის როლს.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, პრო­ტესტს სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი. მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ამ უნდა იპო­ვოს სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი და დად­გნენ „ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე“.

„კარ­გია ერ­თო­ბა და ა.შ. მაგ­რამ პრო­ტესტს სჭირ­დე­ბა ლი­დე­რი. ეს ლი­დე­რი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კა. პრო­ტეს­ტი არ იღებს ამ ლი­დე­რებს და ამ ლი­დე­რებ­მა უნდა იპო­ვონ მას­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი და ოპო­ზი­ცია წინა ხაზ­ზე უნდა ვი­ხი­ლოთ. მა­გის­ტრა­ლე­ბის გა­და­კეტ­ვა რომ არის და­გეგ­მი­ლი, სად იქ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი? - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნდა იყ­ვნენ წინა ხაზ­ზე, რად­გან ეს არის გარ­კვე­უ­ლი გამ­წვა­ვე­ბა და დად­გნენ წინა ხაზ­ზე თუ და­ი­ჭე­რენ ისი­ნი და­ი­ჭი­რონ. გა­მო­ვიდ­ნენ, დაგ­ვა­ნა­ხონ თავი.

აკე­თე­ბენ რა­ღა­ცებს, მაგ­რამ თუ მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს ამ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რად კონ­ვერ­ტი­რე­ბა, მა­შინ ეს არის ბი­ძი­ნას კო­ზი­რი. ბავ­შვე­ბიც ცო­დო­ე­ბი არი­ან, მათ რომ თავ-ყბას ალე­წა­ვენ, ხოლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სან­თლით სა­ძე­ბა­რი გვიხ­დე­ბი­ან და მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რებ­ში რომ ვხე­დავთ, დამ­თავ­რდეს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ისი­ნი იხი­ლონ ფრონ­ტის წინა ხაზ­ზე. მათ უნდა ჩა­იც­ვან რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი, აბ­ჯრე­ბი, ფა­რე­ბი და­ი­ჭი­რონ ხელ­ში და წინა ხაზ­ზე უნდა დად­გნენ“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა 4 თე­ბერ­ვალს პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის გახ­სნა­ზე და პარ­ლა­მენ­ტის დღის წეს­რიგ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­ა­ხებ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, „წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ვინც და­სა­ჭე­რი დარ­ჩათ, ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არის ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი“.

„თუ თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ი­ჭე­რენ არ ვიცი. იგი­ვე „ხა­რე­ბას“, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს იგი­ვე საქ­მით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ან მუ­რუ­სი­ძეს თუ და­ი­ჭე­რენ, რო­მელ­მაც გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, სხვა ვისი საქ­მე უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ამ კო­მი­სი­ამ? ყვე­ლა ფი­გუ­რან­ტი უკვე მის­ჯი­ლი აქვს ან გაქ­ცე­უ­ლია, ან უკვე ცი­ხე­ში ნაჯ­დო­მია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს არის იმის მტკი­ცე­ბა, რომ - „კი, მე ცუდი ბიჭი ვარ, მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ ჩემ­ზე წინ ჩემ­ზე უა­რე­სი იყო. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ვერ ვი­ტყვი, რომ ის (ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა) ამა­ზე (ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა) უა­რე­სი იყო. მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­ა­ჭარ­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სი­სას­ტი­კეს ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­იხ­სე­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი, სა­დაც რო­გორც ექ­სპერ­ტი აცხა­დებს 2012 წელს შეს­თა­ვა­ზა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტის გა­მო­ტა­ნის სა­კი­თხი.

მი­სი­ვე თქმით, 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აწყობ­და შე­რი­გე­ბა.

"რო­დე­საც ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვე­დით, ერთ-ერთი ბოლო კა­მა­თი უკავ­შირ­დე­ბო­და ამ თე­მას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად­გან ჩვენ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტი სჭირ­დე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვა­ცხა­დოთ ამ­ნის­ტია. ჩვენ უნდა გა­მო­ვი­ტა­ნოთ პო­ლი­ტი­კუ­რი ვერ­დიქ­ტი ანუ რე­ჟი­მი უნდა გა­ვა­სა­მარ­თლოთ პო­ლი­ტი­კუ­რად და ამ ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ვა­ცხა­დოთ სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტია, გარ­და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა.

2012 წელსვე და­ვა­ყე­ნე ეს სა­კი­თხი. ბი­ძი­ნას­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად და სუფ­რა­ზე ამა­ზე ვი­კა­მა­თეთ. მან მი­თხრა, რომ ის, რა­საც შენ ახლა ამ­ბობ, მი­შას აწყობ­სო.

დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ აწყობ­და რე­ა­ლუ­რი შე­რი­გე­ბა, პი­რი­ქით მისი პო­ლი­ტი­კა აგე­ბუ­ლია და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და სხვის დე­მო­ნი­ზა­ცი­ა­ზე. მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ გვი­თხრა მა­შინ უარი“,- გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.