"მი­ი­ღეთ გა­მოწ­ვე­ვა, სე­ნი­ო­რე­ბო!" - ქართული ფილმი, რომელიც საქართველოში არ უნახავთ და სადაც ულამაზესი თათული დოლიძე და სხვა ლეგენდარული მსახიობები თამაშობენ - "ორიგინალი რუსეთს აქვს" | Allnews.Ge

"მი­ი­ღეთ გა­მოწ­ვე­ვა, სე­ნი­ო­რე­ბო!" - ქართული ფილმი, რომელიც საქართველოში არ უნახავთ და სადაც ულამაზესი თათული დოლიძე და სხვა ლეგენდარული მსახიობები თამაშობენ - "ორიგინალი რუსეთს აქვს"

"მი­ი­ღეთ გა­მოწ­ვე­ვა, სე­ნი­ო­რე­ბო!" - ასე ჰქვია 1982 წელს გა­და­ღე­ბულ ფილ­მს, რომ­ლის რე­ჟი­სო­რია კოტე სურ­მა­ვა. ფილმში ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - თა­თუ­ლი დო­ლი­ძე, კახი კავ­სა­ძე, ზუ­რაბ კი­კა­ლე­იშ­ვი­ლი, ნი­ნე­ლი ჭანკვე­ტა­ძე, ზუ­რაბ ყიფ­ში­ძე, ლილი ხუ­რი­თი და სხვა.. ფილ­მს ნანი ბრეგ­ვა­ძის ხმა გას­დევს...

სი­უ­ჟე­ტი: სას­ტუმ­როს დი­ა­სახ­ლის­მა, მშვე­ნი­ერ­მა მი­რან­დო­ლი­ნამ ერთი ქალ­თმო­ძუ­ლის მო­ხიბ­ვლა გა­და­წყვი­ტა, მაგ­რამ რო­გორც კი მა­მა­კა­ცის გული და­ი­პყრო, მა­შინ­ვე ზურ­გი შე­აქ­ცია...

თა­თუ­ლი დო­ლი­ძე ფილმში მი­რან­დო­ლი­ნას როლს ას­რუ­ლებს. მსა­ხი­ობს ბევ­რის­თვის უც­ნობ ფილმზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დით...

- ერთი პე­რი­ო­დი ფილ­მებს მოს­კო­ვის დაკ­ვე­თით იღებ­დნენ, ეს ფილ­მიც მოს­კო­ვის დაკ­ვე­თით გა­და­ი­ღეს. ეს არის იგი­ვე კარ­ლო გოლ­დო­ნის "სას­ტუმ­როს დი­ა­სახ­ლი­სი", ოღონდ ფილ­მს ჰქვია "მი­ი­ღეთ გა­მოწ­ვე­ვა სე­ნი­ო­რე­ბო"... რუ­სულ არ­ხებ­ზე ზოგ­ჯერ გა­დის, ჩვენ კი რო­გორც ვიცი, არ გვაქვს. როცა გა­და­ი­ღეს, მა­შინ იყო პრე­მი­ე­რა კი­ნო­თე­ატ­რში. შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცია რომ აი­რია, თქვეს, კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი და­იწ­ვაო... ორი­გი­ნა­ლი რა­საკ­ვირ­ვე­ლია რუ­სეთს აქვს. შე­იძ­ლე­ბა მოს­კოვ­თან ამ სა­კი­თხზე სა­უ­ბა­რი, თუ ამით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს ფილ­მი?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­და­ღე­ბა არ მინ­დო­და. მა­შინ და­ძა­ლე­ბით გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ დრო რომ გა­დის შემ­დეგ რა­ღა­ცებს სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ. ფილმში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფილ­მია.

411c8680-9040-4232-adff-516bdfede8d1-55209-1738394623.jpg

ლილი ხუ­რი­თი:

- ფილმზე რას გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ერთ დღე­საც, ბა­ტონ­მა კო­ტემ ლექ­ცი­ა­ზე გა­მოგ­ვი­ცხა­და, რომ ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და და მი­რან­დო­ლი­ნას მსა­ხუ­რი გო­გო­ნე­ბის როლ­ში ჩვე­ნი გა­და­ღე­ბა უნ­დო­და. უზარ­მა­ზა­რი გე­მის მო­ლო­დინ­ში პა­ტა­რა ნავ­მა მოგ­ვა­კი­თხა, მაგ­რამ ზღვა­ში გას­ვლის სურ­ვილ­მა სულ დაგ­ვა­ვი­წყა ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი. დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით და სი­ხა­რუ­ლით და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბის­თვის მზა­დე­ბა. კა­ბებს დიდი არ­ტის­ტე­ბი­ვით კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გვი­კე­რავ­დნენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და თი­თო­ე­უ­ლის კოს­ტი­უ­მის შექ­მნა­ში, უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბა­ტო­ნი ფარ­ნა ლა­პი­აშ­ვი­ლი. ის სულ სამ­კერ­ვა­ლო ცეხ­ში იყო და აკონ­ტრო­ლებ­და თარ­გის დე­ტა­ლებს, ნა­კე­რებს, შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხს. თი­თო­ე­უ­ლი ღი­ლის, ზო­ნა­რის, თუ არ­ში­ის მი­კე­რე­ბის პრო­ცეს­საც, თა­ვად ეს­წრე­ბო­და.

მა­შინ მიკ­ვირ­და, ნუთუ ასე­თი მცი­რე დე­ტა­ლე­ბიც კი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეთ­ქი. ახლა არ მიკ­ვირს, ახლა ვიცი, რომ დე­ტა­ლე­ბის­გან იქ­მნე­ბა მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამი­ტომ შე­იქ­მნა ასე­თი ულა­მა­ზე­სი კოს­ტი­უ­მე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ხე­ლით ნა­მუ­შე­ვა­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში იყო. სამ­წუ­ხა­როდ კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ნად­გუ­რა. არც კი ვიცი რა­ი­მე თუ გა­დარ­ჩა იქი­დან... ფაქ­ტია, რომ ბა­ტონ­მა ფარ­ნამ ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო შექ­მნა. გა­და­ღე­ბის პირ­ვე­ლი დღეც და­ი­წო. ჩვენ ოპე­რის მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად ცეკ­ვებს ვსწავ­ლობ­დით, ვი­ღებ­დით, ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, შემ­დეგ პლე­ხა­ნოვ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლეთ, მი­რან­დო­ლი­ნას პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ში უნდა გვქო­ნო­და დი­ლის სცე­ნის გა­და­ღე­ბა, სა­დაც მი­რან­დო­ლო­ნა მშვი­დო­ბი­ან დი­ლას უსურ­ვებ­და ყვე­ლას. იხილეთ სრულად