ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს | Allnews.Ge

ცეცხლი ტანსაცმლისა და ნაძვის ხეების საწყობებს გაუჩნდა: რას ჰყვებიან მოვაჭრეები - ფოტოები "ლილო მოლიდან", სადაც 120-დე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს

"ლილო მოლ­ში“ გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ვაჭ­რე­ე­ბი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ.

რო­გორც ისი­ნი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” აცხა­დე­ბენ, ცე­ცხლი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის მე­ო­რე სარ­თულ­ზე გაჩ­ნდა, სა­დაც ძი­რი­თა­დად ნაძ­ვის ხე­ე­ბი­სა და ტან­საც­მლის სა­წყო­ბე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის ტე­რი­ტო­რია ყვე­ლამ დრო­უ­ლად და­ტო­ვა და და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა.

ჯერ­ჯე­რო­ბით და­ზუს­ტე­ბუ­ლი არაა, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ხან­ძა­რი, თუმ­ცა, ერთ-ერთი მო­ვაჭ­რე “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” ხან­ძრის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ცე­ცხლის გა­ჩე­ნის დროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­დუ­ღე­ბის აპა­რატს იყე­ნებ­დნენ.

ცე­ცხლი, ლი­ლოს ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2 სა­ათ­ზე მეტი ხნის წინ გაჩ­ნდა.

ად­გილ­ზე ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში 120-ზე მეტი მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი და 22 ავ­ტო­ცის­ტერ­ნაა ჩარ­თუ­ლი.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, დამ­წვა­რია, რო­გორც სა­სა­წყო­ბო ფარ­თი, ასე­ვე მა­ღა­ზი­ე­ბი.

"ამ დრო­ის­თვის „ლი­ლოს“ ბაზ­რო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია დამ­წვა­რი - რო­გორც სა­სა­წყო­ბო ფარ­თი, ასე­ვე მა­ღა­ზი­ე­ბი. 120-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, 22 სა­ხან­ძრო ავტო ცის­ტერ­ნა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია და სა­ბედ­ნი­ე­როდ არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.