ტრამპის მუქარის შემდეგ კოლუმბია უკან იხევს და მიგრანტების მიღებას თანხმდება - რას აცხადებს თეთრი სახლი? | Allnews.Ge

ტრამპის მუქარის შემდეგ კოლუმბია უკან იხევს და მიგრანტების მიღებას თანხმდება - რას აცხადებს თეთრი სახლი?

მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ლუმ­ბი­ას და­უ­წე­სებ­და ყოვ­ლის­მომ­ცველ სა­პა­სუ­ხო ზო­მებს, მათ შო­რის ტა­რი­ფებს და სან­ქცი­ებს აშშ-დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე უა­რის გამო გამო, თეთრმა სახ­ლმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­ლუმ­ბია მიგ­რან­ტე­ბის შე­უ­ზღუ­დავ მი­ღე­ბას და­თან­ხმდა, რის გა­მოც აშშ და­პი­რე­ბულ ტა­რი­ფებს და სან­ქცი­ებს აღარ და­უ­წე­სებს.

შე­გახ­სე­ნებთ, თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ ამე­რი­კულ­მა ქვე­ყა­ნამ უარი თქვა მი­ე­ღო ორი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი აშშ-დან დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბით.

“კო­ლუმ­ბი­ის მთავ­რო­ბა და­თან­ხმდა პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ყვე­ლა პი­რო­ბას, მათ შო­რის კო­ლუმ­ბი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა არა­ლე­გა­ლი უცხო­ე­ლის შე­უ­ზღუ­და­ვად მი­ღე­ბას, მათ შო­რის ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბით, შე­ზღუდ­ვი­სა და შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე. ამ შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მოხ­დე­ბა სრუ­ლად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი IEEPA ტა­რი­ფე­ბის და სან­ქცი­ე­ბის გა­და­დე­ბა და ხელი არ მო­ე­წე­რე­ბა, თუ კო­ლუმ­ბია ამ შე­თან­ხმე­ბას და­ი­ცავს“, - გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან­მა, კა­რო­ლინ ლე­ვიტ­მა.

მა­ნამ­დე ტრამპმა Truth Social-ზე და­წე­რა, რომ კო­ლუმ­ბი­ის პრე­ზი­დენ­ტის, გუს­ტა­ვო პეტ­როს უარი ავი­ა­რე­ი­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე საფრ­თხეს უქ­მნი­და აშშ-ის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, კო­ლუმ­ბი­ის ამ ნა­ბიჯ­ზე სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი იქ­ნე­ბო­და 25%-იანი ტა­რი­ფის და­წე­სე­ბას აშშ-ში შე­სულ კო­ლუმ­ბი­ურ სა­ქო­ნელ­ზე, რო­მე­ლიც ერთ კვი­რა­ში 50%-მდე გა­იზ­რდე­ბა; კო­ლუმ­ბი­ის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბის აკ­რძალ­ვას და ვი­ზის გა­უქ­მე­ბას და სა­გან­გე­ბო სა­ხა­ზი­ნო, სა­ბან­კო და ფი­ნან­სურ სან­ქცი­ებს.

“ეს ზო­მე­ბი მხო­ლოდ და­სა­წყი­სია. არ და­ვუშ­ვებთ, კო­ლუმ­ბი­ის მთავ­რო­ბამ და­არ­ღვი­ოს თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი იმ კრი­მი­ნა­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შე­მო­უშ­ვეს“, - და­წე­რა ტრამპმა.

კო­ლუმ­ბია, აშშ-ის სი­დი­დით მე­სა­მე სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ტრამ­პის მუ­ქა­რამ უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ი­ა­რა.