“არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპის ჰაერს! იმიტომ რომ რუსეთის ჰაერი გიყვართ“ - სტრასბურგში მყოფ თეა წულუკიანს ქართველი ემიგრანტები დაუპირისპირდნენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ სტრასბურგში მყოფ კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრსა და ამჟამად პარლამენტარ თეა წულუკიანს ქართველი ემიგრანტები ქუჩაში სიტყვიერად როგორ დაუპირისპირდნენ.
“თქვენ მონა ხართ გენაცვალე? როგორ ბრძანდებით, ვერ მიცანით? მე საქართველო ვარ, თქვენ რუსეთის მონა ხართ... იცოდეთ, რომ ყველგან ჩვენ ვართ. ერთს დაიჭერთ? სხვა გამოჩნდება. ჩვენ ვართ ქართველები, თქვენ მონა ხართ,“ - მიმართავს ქალი წულუკიანს, რომელიც პარალელურად ვიდეოს იღებს.
"თქვენ არ გაქვთ უფლება სუნთქავდეთ ევროპის ჰაერს, იმიტომ რომ რუსეთის ჰაერი გიყვართ", - მიმართავს ის წულუკიანს, რომელიც პასუხად ეუბნება, რომ ის "მიშას მონაა"
"შენ მიშას მონა ხარ, მეც საქართველო ვარ. თქვენ ბრაზებით. არითმეტიკა იცით? არითმეტიკა არ იცით, წააგეთ და ხართ გაბრაზებული,“ - ამბობს თეა წულუკიანი.