სამინისტროები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს - რომელი მათგანი ლიდერობს?
2025 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1,4%-ით გაიზარდა და 117 004 ადამიანი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ასიგნებებში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს უწყებებში სულ 115 339 დასაქმებული იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რომელი სამინისტრო რამდენ ადამიანს ასაქმებს:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 227 დასაქმებული
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 719 დასაქმებული
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 1 691 დასაქმებული
- კულტურის სამინისტრო - 6 693 დასაქმებულისპორტის სამინისტრო - 176 დასაქმებული
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 306 დასაქმებული
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 4 123 დასაქმებული
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 643 დასაქმებული
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 5 168 დასაქმებული. იხილეთ სრულად