"მე და ანდროს გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის" - მარიამ ღვინიანიძე | Allnews.Ge

"მე და ანდროს გვყავს შვილი, ნიკო ჭიჭინაძე. ნიკო არის 3 წლის, რომელმაც არ იცის, მამამისი სად არის" - მარიამ ღვინიანიძე

მე და ან­დროს გვყავს შვი­ლი, ნიკო ჭი­ჭი­ნა­ძე. ნიკო არის 3 წლის, რო­მელ­მაც არ იცის, მა­მა­მი­სი სად არის. იცის, რომ წა­სუ­ლია სა­მუ­შა­ოდ გა­და­ღე­ბებ­ზე, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან მალე ვე­ლო­დე­ბით ჩვენ­თან, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა მა­რი­ამ ღვი­ნი­ა­ნი­ძემ "ახა­ლი თე­ატ­რის“ წინ, მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტის დროს გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი თე­ატ­რის წინ აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სი, ე.წ. სა­ხალ­ხო მა­ნი­ფეს­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს."ახა­ლი თე­ატ­რის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მსა­ხი­ო­ბე­ბი სა­ხალ­ხო მა­ნი­ფეს­ტის ფარ­გლებ­ში რე­გი­ო­ნებ­ში გავ­ლენ.

"ახა­ლი თე­ატ­რი“ გა­დის რე­გი­ო­ნებ­ში - ყველ­გან მი­ვალთ და ყვე­ლას­თან და­ვი­ლა­პა­რა­კებთ და თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხავთ, რა შე­უძ­ლია თე­ატრს. შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბა ყვე­ლა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვიშ­ლე­ბით მთელს რე­გი­ო­ნებ­ში. სდი­ეთ ქარ­თულ თე­ატრს, სდი­ეთ!“ - გა­ნა­ცხა­და დო­ი­აშ­ვილ­მა.