"ჩვენ არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“ - ნეაპოლი კვარაცხელიას ემშვიდობება: ხვიჩას "ლოცვა" მარადონას მურალთან და პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები
საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.
მანამდე კი ის ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.
ხვიჩა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, რაც AreaNapoli-ს ცნობით, ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო.
"ეს "ნაპოლიში“ "კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“, - წერს გამოცემა.
რა არის ცნობილი კვარაცხელაის ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე?Areanapoli წერს, რომ "ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით მესამე სკუდეტოს შემოქმედს კარგავს, მის პსჟ-ში ოფიციალურად გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია თავი სატრანსფერო თანხით დაიმშვიდოს, რომელიც ბონუსებიანად 70 მილიონ ევროზე მეტია. გამოცემის ცნობით, სოლიდურ საკომისიოს, 2.8 მილიონს ფეხბურთელის აგენტი და მამა მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ. "კვარა" კი "პარი სენ ჟერმენში“ მთლიანობაში წელიწადში 11 მილიონს გამოიმუშავებს. იხილეთ სრულად