"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს | Allnews.Ge

"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ჟურ­ნა­ლის­ტი და მე­დია ექ­სპერ­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე აცხა­დებს, რომ მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე თავს და­ეს­ხა.

ქო­რი­ძე სა­უბ­რობს ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მას­ზე თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ხა­რა­ძე იგი­ნე­ბო­და, იყო მუ­ქა­რაც, სა­ბო­ლო­ოდ კი ინ­ცი­დენ­ტში დაც­ვა ჩა­ე­რია."სას­ტუმ­რო "შე­რა­ტო­ნის" ფო­ი­ე­ში ვი­ჯე­ქი. უც­ბათ, რამ­დე­ნი­მე მა­გი­დას­თან და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი სვამ­დნენ. და­ვი­ნა­ხე, რომ აქ, პირ­და­პირ რო­ი­ალ­თან მო­ვი­და თან­მხლებ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე. მერე მი­ვი­და მა­გი­დას­თან, მერე წა­მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა: "მე გიც­ნობ, ხარ ზვი­ად ქო­რი­ძე". და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ გი­ნე­ბა, რა­ზეც არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია. წა­ვი­და, მი­ვი­და კა­რებ­თან, მბრუ­ნა­ვი კა­რია, დაბ­რუნ­და, შე­მო­ვი­და, "რა თქვი ბიჭო, შენ ოც­ნე­ბა­ზე, ვის აგი­ნე­ბო". და­ი­წყო გი­ნე­ბა, სა­ვარ­ძელ­ზე ფე­ხე­ბის რტყმა. უც­ბათ, და­ვი­ნა­ხე, რომ იმ მა­გი­დი­დან აი­შალ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, 10-12 კაცი იქ­ნე­ბო­და, თვლა არ და­მი­წყია, და­იძ­რნენ ჩემ­სკენ. რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მი­სა­ღე­ბის მა­გი­დას და დაც­ვას ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, დაც­ვა გა­მო­ვარ­და. მო­ა­ხერ­ხეს, შე­ე­ცად­ნენ, რომ ისი­ნი გა­ე­ცი­ლე­ბი­ნათ ჩემ­გან. იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა. დაც­ვამ გა­მიყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნავს ქო­რი­ძე მე­დი­ას­თან.

ზვი­ად ქო­რი­ძე კლი­ნი­კა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.