"ბაკურიანი პარალიზებულია, ყაზბეგს კვლავ წყლის და გზის პრობლემა აქვს“ - რა ხდება მაღალმთიან კურორტებზე
სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა კურორტებზე ინფრასტრუქტურის მხრივ. ამის მაგალითია ბაკურიანიც, სადაც ბოლო პერიოდში დამსვენებლების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ადგილზე შექმნილი პრობლემები უფრო ნათელი გახდა.
სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოყინული და გასაწმენდია საავტომობილო გზები და ტროტუარები, საპარკინგე ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, პრობლემურია მომსახურების სფერო და სხვა მიმართულებებიც.
გარდა ბაკურიანისა, ჩამოთვლილი გამოწვევების წინაშე დგანან სხვა საკურორტო ზონებიც, რის შესახებაც „ბიზნესპრესნიუსთან“ რესპონდენტებიც საუბრობენ. როგორც არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, ბაკურიანში, გუდაურში, ბახმაროსა და სხვა საკურორტო ტერიტორიებზე ადგილი აქვს მჭიდრო განაშენიანებას. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში განაშენიანება გენერალური გეგმით დამტკიცებულ კოეფიციენტებს აჭარბებს, რაც შემდგომ უკვე აისახება ადგილზე სოციალური ობიექტების სიმცირეში.
უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ნებისმიერი სოციალურ ობიექტი, ეს იქნება ბავშვთა გასართობი სივრცე, კვების ობიექტები, საჯარო დაწესებულებები, სამედიცინო პუნქტები თუ მარკეტები, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად უნდა შენდებოდეს, დადგენილი უნდა იყოს მაგალითად ყოველ 1000 მოსახლეზე რამდენი მარკეტია საჭირო, თუმცა კურორტებზე და არამარტო კურორტებზე, ხშირად ეს მიდგომა უგულებელყოფილია. იხილეთ სრულად