"დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას" - რა ხდება ცნობილი "ბათუმელების" დირექტორის დაკავების შესახებ | Allnews.Ge

"დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას" - რა ხდება ცნობილი "ბათუმელების" დირექტორის დაკავების შესახებ

გვი­ან ღა­მით ბა­თუმ­ში, აქ­ცი­ა­ზე "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა" და "ნეტ­გა­ზე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი და­ა­კა­ვეს.

თავ­და­პირ­ვე­ლად რო­დე­საც ამაღ­ლო­ბე­ლი და­ა­კა­ვეს, ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვლავ და­ა­კა­ვეს.

"ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დი­რექ­ტო­რი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბა­თუ­მე­ლე­ბი" ავ­რცე­ლებს.

"ამას­თა­ნა­ვე მზია ამაღ­ლო­ბელ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს მო­უ­თხრო, რომ რო­დე­საც იგი პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ჭყლე­ტა­ში მოხ­ვდა და ხელ­ზე ტკი­ვი­ლი იგ­რძნო, რად­გან მას ხელ­ზე ძლი­ე­რად უჭერ­დნენ. ხე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნით, მან ხელი ძლი­ე­რად აიქ­ნია და უნე­ბუ­რად მო­არ­ტყა პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, აღ­მოჩ­ნდა ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი. პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მზია ამაღ­ლო­ბე­ლი მყი­სი­ე­რად, თა­ვად­ვე და­ა­კა­ვა. რო­გორც მზია ამაღ­ლო­ბე­ლია აღ­ნიშ­ნავს, არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და სწო­რედ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მხრი­დან", - ნათ­ქვა­მია "ბა­თუ­მე­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით – პო­ლი­ცი­ელ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე ანდა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით.