უჰაერობის გამო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა, დარბაზში დამატებითი მაგიდა მიიტანეს - რა ხდება აქციაზე დაკავებულების პროცესზე | Allnews.Ge

უჰაერობის გამო პროცესზე ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა, დარბაზში დამატებითი მაგიდა მიიტანეს - რა ხდება აქციაზე დაკავებულების პროცესზე

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე შე­უძ­ლოდ გახ­და. მან თავ­და­პირ­ვე­ლად წყა­ლი ითხო­ვა, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე წუ­თით სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან გას­ვლა. მი­მი­ნოშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, უჰა­ე­რო­ბის გამო გახ­და შე­უძ­ლოდ.

ამის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტებ­მა კვლავ სთხო­ვეს მო­სა­მარ­თლეს დარ­ბა­ზის შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ დარ­ბა­ზი კვლავ არ შეც­ვა­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულს რამ­დე­ნი­მე წუ­თით და­ე­ლო­დე­ბი­ან და თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას გა­მო­უ­ძა­ხე­ბენ.

ცოტა ხნის წინ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მა­გი­და მი­ი­ტა­ნეს.აღ­ნიშ­ნუ­ლი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძემ ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის დაც­ვის უფ­ლე­ბას ჯე­როვ­ნად ვერ ას­რუ­ლებ­და, რად­გან ად­ვო­კა­ტე­ბი მა­გი­დას­თა­ნაც კი კარ­გად ვერ ის­ხდნენ.