"საშინელება ხდება... გადამწვარია სახლები, ჯერჯერობით ცეცხლი ჩვენამდე ვერ აღწევს" - რას ჰყვება ქართველი, რომელიც მასშტაბური ხანძრის კერიდან რამდენიმე კილომეტრში იმყოფება
ლოს-ანჯელესში მძვინვარე ტყის ხანძარს სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის გამო ასობით სახლი და სხვა ნაგებობა განადგურდა.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციებს ძლიერი ქარი აფერხებს. ოფიციალური პირების თქმით, ლოს-ანჯელესში ხანძრის 5 სხვადასხვა კერაა და ამ დროისთვის ყველა მათგანი 0%-ითაა შეკავებული.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, მეხანძრეებს პრობლემები აქვთ წყლის წნევასთან დაკავშირებით. AccuWeather-ის შეფასებით, სტიქიისგან მიყენებული ზიანი და ეკონომიკური ზარალი 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
შორენა ქებურია, რომელიც ჰოლივუდში (ლოს-ანჯელესის უბანი (კალიფორნია, აშშ) მეუღლესთან ცხოვრობს სოციალურ ქსელში წერს:
"გამანადგურებელი ხანძარია ლოს ანჯელესის რამდენიმე ოლქში ერთდროულად. ჩვენთან მშვიდობაა, ცეცხლი ვერ მოაღწევს ჩვენამდე. ხანძარმა სამწუხაროდ სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე ოლქს, გადაწვა სახლები და სხვა და სხვა დაწესებულებები, გაუჩერებლად ხდება ხალხის ევაკუაცია, ძლიერი ქარის გამო ჩნდება ახალ-ახალი კერა, საშინელება ხდება".
ქართველის ინფორმაციით, მათგან 15 კილომეტრის დაშორებითაა მდიდრული ვილები, რომელიც ცნობილ ადამიანებს ეკუთვნით და რომელიც ხანძარმა გაანადგურა:
- ძირითადად მათი სახლები დაიწვა. ჰოლივუდ ჰილსის ხანძარი ჩვენგან 5 კილომეტრის დაშორებითაა, დაახლოებით. იხილეთ სრულად