"მირეკავენ "ვისოლიდან", როგორმე უნდათ თავი იმართლონ" - რას წერს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა და რატომ აღარაა სარეკლამო ვიდეო რგოლში მსახიობი? | Allnews.Ge

"მირეკავენ "ვისოლიდან", როგორმე უნდათ თავი იმართლონ" - რას წერს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა და რატომ აღარაა სარეკლამო ვიდეო რგოლში მსახიობი?

მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­ა­კა­ვეს, "ვი­სო­ლის" სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­ში აღარ არის. ვი­დეო რგო­ლის თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ა­ში ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე ჩან­და, თუმ­ცა ახლა მხო­ლოდ მისი ხელი ჩანს.

რო­გორც "ვი­სოლ­ში" BMG-სთან გან­მარ­ტეს, "კონ­ტრაქ­ტით კომ­პა­ნი­ას მისი კად­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლომ­დე ჰქონ­და და მი­ზე­ზი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს არ უკავ­შირ­დე­ბა".

"მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და “ვი­სო­ლის” ლო­ი­ა­ლო­ბის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­რეკ­ლა­მო კლიპ­ში. რეკ­ლა­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში აპ­ლი­კა­ცი­ის შე­მახ­სე­ნე­ბე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფარ­გლებ­ში გან­მე­ო­რე­ბით გა­ვი­და 2024 წლის სექ­ტემ­ბრი­დან, რა­ზეც მსა­ხი­ობ­თან დავ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტრაქ­ტი. ახა­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კად­რის გა­მო­ყე­ბე­ბის ნე­ბარ­თვა კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და 2024 წლის ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით.

შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­იც­ვა კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი", - აცხა­დე­ბენ "ვი­სოლ­ში".

რო­გორც ირ­კვე­ვა, კომ­პა­ნი­ი­დან ცდი­ლო­ბენ და­უ­კავ­შირ­დნენ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის დე­დას, ლიკა გუნ­ცა­ძეს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ "კომ­პა­ნი­ას­თან სა­უ­ბარ­ზე უარს ამ­ბობს"."მი­რე­კა­ვენ ვი­სო­ლი­დან და უარს ვამ­ბობ ყვე­ლა­ნა­ირ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მათ­თან! რო­გორ­მე უნ­დათ თავი იმარ­თლონ! სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი!" - წერს ლიკა გუნ­ცა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

ცნო­ბის­თვის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.