ცნობილი ქართველები,რომლებიც 2024 წელს გამოგვაკლდა
მიიწურა 2024 წელი და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ დავკარგეთ გასულ წელს.
სოსო ჯაჭვლიანი გ. 8 თებერვალს, 65 წლის, მიზეზი სიმსივნე— ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).
ხათუნა კოტრიკაძე გ. 15 თებერვალს, 68 წლის— ქართველი მსახიობი.
პოპულარობა მოიპოვა ეკა ბერიძის როლით ფილმში „მხიარული რომანი” (რეჟისორი ლევან ხოტივარი, 1972). მონაწილეობა აქვს ასევე მიღებული ფილმებში — „მოიტაცეს თამარ ქალი” (რეჟისორი ლეილა გორდელაძე, 1971) და „მეთხუთმეტე ზაფხული” (რეჟისორი სოსო ჩხაიძე, 1971). მას შემდეგ სასცენო მოღვაწეობას ჩამოშორდა.
ლევან თედიაშვილი გ. 17 თებერვალს, 75 წლის — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ტრისტან სარალიძე -გ. 27 მაისს, 69 წლის, ებრძოდა მძიმე სენს. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.
თენგიზ ცერცვაძე გ. 1 აგვისტოს, 76 წლის — ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1992 წლიდან, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი 1999 წლიდან. ღირსების ორდენისა (1998) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2019).
ზურა ბერიკაშვილი-გ.13 სექტემბერს, 55 წლის, მიზეზი გულის შეტევა, ქართველი თეატრის და კინოს მსახიობი.