რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი? | Allnews.Ge

რა კანონები შევიდა დღეიდან ძალაში მას შემდეგ, რაც ყაველაშვილმა მოაწერა ხელი?

გაზ­რდი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­მარ­ტი­ვე­ბა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის მიერ აქ­ცი­ე­ბის დროს ნიღ­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ხის და­ფარ­ვის, ასე­ვე ლა­ზე­რუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­სა და პი­რო­ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა - ეს იმ კა­ნო­ნე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე“ უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია და მოქ­მე­დე­ბის ვა­დაც დღე­ი­დან იწყე­ბა.

ჯამ­ში, სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ­მა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ხელი უკვე 28 კა­ნონპ­რო­ექტს მო­ა­წე­რა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი“ გთა­ვა­ზობთ იმ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც 30 დე­კემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შე­სუ­ლად ით­ვლე­ბა:

შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს სა­ხის ნიღ­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით და­ფარ­ვა უკვე აკ­რძა­ლუ­ლია, ისე­ვე რო­გორც პი­რო­ტექ­ნი­კის, ლა­ზე­რუ­ლი და მკვეთ­რი გა­მოს­ხი­ვე­ბის მქო­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის­თვის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, იმ პირ­თა ნუს­ხას, რო­მელ­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ხის და­ფარ­ვის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ად­გენს. ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გან­სა­ზღვრავს ასეთ პი­რებ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წეს­სა და პი­რო­ბებს.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გზის გა­და­კეტვის ან ჯგუ­ფურ მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, რო­დე­საც გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად არის და­კა­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და მარ­თვის უფ­ლე­ბის 1 წლით შე­ჩე­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღე­ი­დან ცვლი­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვი­საც. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა იერ­არ­ქი­უ­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე მო­ხე­ლე შე­ა­ფა­სოს 6 თვე­ში ერთხელ, "პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბის წე­სი­სა და პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.“ თუ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ მო­ხე­ლემ ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ყვე­ლა მო­თხოვ­ნა, მას და­უ­კავ­დე­ბა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გოს 20% მისი მომ­დევ­ნო შე­სა­ფა­სე­ბე­ლი პე­რი­ო­დის და­წყე­ბამ­დე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა